"ყოველთვის მქონდა პრეტენზია რატომ ვუხდიდი საზმაუს ფულს. დღეს პირველად მივიღე პასუხი, რომ ჩემი გადახდილი ფული ნამდვილად წყალში ან ვიღაცის ჯიბეში გადაიყარა. 510 მილიონით მივიღე რეიტინგი 2 და კრიზისი არხზე" _ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის განცხადებას და დაგეგმილ რეფორმას სოციალურ ქსელში ეხმაურება ჟურნალისტი იმედა დარსალია.
" ასეთი გამჭვირვალობა საზოგადოების ანუ ჩვენ არხზე რაც ხდება ამ დრომდე არ მახსოვს.
მტკივნეული პროცესია, მაგრამ რადიკალური ცვლილებების დროა.კიდევ უფრო მტკივნეულია, როცა ფულს ვიხდი მხოლოდ ვიღაცეების ოჯახის წევრების დასაქმებაში. ახალი შენობა, თანამედროვე ტექნიკა და დამსახურებულად მაღალი ხელფასები თანამშრომლებს.
ხო, კიდევ, ჟურნალისტი დირექტორისგან რატომ იღებდა ნებართვას, რომ ჟურნალისტური გამოძიება ჩაეტარებინა ეს ვერ გავიგე. სწორი შენიშვნა კი მიიღო. ნინო ზაუტაშვილი ეთერიდან არასდროს უნდა გაქრეს მე ვფიქრობ." _ წერს დარსალია.