"საქართველო, როცა მე იქ ჩავედი, იყო კარიკატურული ქვეყანა, სადაც ხალხი ულვაშებით დადიოდა, უყვარდათ ცეკვა, თამაში, იცოდნენ სადღეგრძელოების თქმა და მეტი არაფერი” _ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ამ განცხადებას, რომელიც მან უკრაინულ გადაცემაში Чернівецький промінь გააკეთა სოციალურ ქსელში ბევრი გამოხმაურება მოჰყვა.
"რას ერჩის თქვენს ულვაშებს ბ-ნო გრიგოლ?" _ სააკაშვილის განცხადების შეფასება სთხოვა საქართველოს ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვასაძეს თამარ ჩერგოლეიშვილმა.
"მე რომ დავბრუნდი, კარიკატურული ქვეყანა იყო: არავის ულვაშები აღარ ჰქონდა" _ უპასუხა ვაშაძემ.
სოციალურ ქსელში გამართულ დიალოგში სხვებიც ჩაერთენ:
"რატომ არის ულვაშები განუვითარებლობის მანიშნებელი? მისი გუნდის ყველაზე დიდ რეფორმატორს (ბენდუქიძეს) ულვაშები ჰქონდა სოცოცხლის ბოლომდე;" "ბ-ნ რომანის (გოცირიძე) და ბ-ნ გრიგოლის (ვაშაძე) ულვაშები, ეტყობა ბიძინას დაფინანსებულია"; "იყო ბნელი და უკუნი, მოვიდა მიშა და განათდა ქვეყანა!" _ წერენ ფეისბუქში.