მიწის ნაკვეთები, აგარაკები, ბინები, არასაცხოვრებელი ფართები, ავტო თუ მოტოსატრანსპორტო საშუალებები, ჯამში, 17 სახის ახალი უძრავ-მოძრავი ქონება ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის საკუთრებაში 2012-2016 წლებში გაჩნდა; აქედან 8 მათგანი ნაჩუქარია, დანარჩენი კი, კალაძეს ნაყიდი აქვს. დეკლარაციის მიხედვით, 2012-2016 წლებში კალაძის მიერ შესყიდული ქონება ჯამში 493 000 დოლარისა და 380 000 ევროს ღირებულებისაა.
ამის შესახებ მინისტრის ქონებრივ დეკლარაციაში წერია, რომელიც მან 2017 წლის 30 იანვარს შეავსო.
უძრავი ქონება
კერძოდ, დეკლარაციის მიხედვით, 2012 წლიდან, კახა კალაძის საკუთრებაშია სამტრედიაში, რესპუბლიკის ქუჩაზე მდებარე 410,00 კვ.მ-ის ფართობის საცხოვრებელი სახლი და ამავე ქუჩაზე არსებული 2380,00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთი. რომელიც ამავე დეკლარაციის მიხედვით, ნაჩუქარია.
ნაჩუქარია ასევე, დაბა წყნეთში, გურამიშვილის ქუჩაზე მდებარე ორი აგარაკი, რომელთა ფართობებიც 697,60 კვ.მ. და 735,20 კვ.მ-ია. ასევე, გურამიშვილის ქუჩაზე არსებული ორი მიწის ნაკვეთი – 1060,00 კვ.მ და 1058,00 კვ.მ-ის ფართობით.
ასევე, თბილისში, ბურძგლას ქუჩაზე მდებარე 396,00 კვ.მ-ის ფართობის ბინა და 35,00 კვ.მ-ის ფართობის ავტოფარეხი.
რაც შეეხება 2012-2016 წლებში შეძენილ სხვა ქონებას, როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, ისინი კალაძეს შეუძენია.
კერძოდ, 2013 წელს, 60000 დოლარად უყიდია სამტრედიაში, რუსთაველის ქუჩაზე 93,90 კვ.მ-ის და ამავე ქუჩაზე, 55000 დოლარად, მეორე, 76,20 კვ.მ-ის არასაცხოვრებელი ფართები;
2014 წელს კი, 80000 დოლარად ბორჯომის რაიონი, დაბა ბაკურიანი, ცეკავშირის მიმდებარედ, 2000,00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთი.
დეკლარაციიდან ასევე ირკვევა, რომ კალაძის საკუთრებაშია 2006 წელს, 71280-ლარად შეძენილი 367,60 კვ.მ-ის ფართობის ბინა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე.
ამავე წელს, 20000-ლარად ნაყიდი 3031,00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთი ბორჯომის რაიონში, დაბა ბაკურიანში, ცეკავშირის მიმდებარედ.
1997 წელს, 150000-დოლარად ნაყიდი 220,00 კვ.მ-ის ფართობის ბინა უკრაინაში, კიევში, გამარჯვების გამზირზე;
2005 წელს, 700000-დოლარად ნაყიდი 250,00 კვ.მ-ის ფართობის ბინა უკრაინაში, კიევში, შევჩენკოს გამზირზე;
და 2004 წელს, 800000-დოლარად შეძენილი 3000,00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთი უკრაინაში, კიევში (კონჩაზასპა).
ავტომანქანები და მოტოციკლები
გარდა ამისა, კალაძის საკუთრებაშია მოტოსატრანსპორტო საშუალება HARLEY DAVIDSON SPRINGER, რომელიც მას 2015 წელს, 25000,00 ევროდ აქვს შეძენილი. 2016 წელს კი, კალაძემ კიდევ ერთი, მოტოსატრანსპორტო საშუალება HARLEY DAVIDSON BOBBER 20000,00 ევროდ შეიძინა; კიდევ ერთი, მოტოსატრანსპორტო საშუალება HARLEY DAVIDSON V ROD 2008 წელს, 28000,00 ევროდ აქვს ნაყიდი.
ასევე, კახა კალაძე ფლობს მსუბუქი ავტომანქანა BENTLEY CONTINENTAL, რომელიც 2006 წელს 135000,00 დოლარად შეიძინა.
გარდა ამისა, მის საკუთრებაშია 2014 წელს, 140000,00 ევროდ ნაყიდი მსუბუქი ავტომანქანა MERCEDES G63; 2010 წელს, 360000,00 ევროდ ნაყიდი მსუბუქი ავტომანქანა FERRARI GTO; 2016 წელს, 50000,00 ევროდ ნაყიდი მსუბუქი ავტომანქანა FIAT 500 BI POSTO და 2015 წელს, 145000,00 ევროდ ნაყიდი მსუბუქი ავტომანქანა MERCEDES BENZ AMG GTS.
ფერწერული ტილოები
კახა კალაძის 100%-იან საკუთრებაშია 6 ფერწერული ტილო. აქედან 5 ტილო ნაყიდი აქვს, ერთი – ნაჩუქარი.
კერძოდ, 2000 წელს, 20000,00-დოლარად შეიძინა ლადო გუდიაშვილის ნამუშევარი; 2005-2007 წლებში, 50000,00 და 120000,00-დოლარად აქვს შეძენილი გუდიაშვილის ორი ფერწერული ტილო.
რაც შეეხება ელენე ახვლედიანის ნამუშევრებს, 2006 წელს 15000,00-დოლარად, ხოლო 2008 წელს, 40000,00-დოლარად ორი ტილო აქვს შეძენილი. ხოლო ახვლედიანის კიდევ ერთი ნამუშევარი 2009 წელს აჩუქეს.
ფინანსები
რაც შეეხება მინისტრის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის მიხედვით, მისი შემოსავალი საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობიდან ერთი წლის განმავლობაში 58563,00 ლარი იყო. გარდა ამისა, კალაძეს სამეწარმეო საქმიანობიდანაც (რამდენიმე კომპანიის პერტნიორია) აქვს შემოსავალი მიღებული.
კერძოდ, შპს ООО „ЮКА“-დან (უკრაინა г. Киев проспект 40-летия Октября, 89), რომლის პარტნიორი და 33,00%-იანი წილის მფლობელია 2004 წელიდან (თანაპარტნიორი იულიან გაბოვიჩი), გასულ წელს 480000,00 დოლარი აქვს მიღებული.
შპს „ნესტ გრუპ“-იდან კი, სადაც ის 50,00% -იან წილს ფლობს (პარტნიორი მარინა გაბოვიჩი), გასულ წელს 250000,00 ევროს შემოსავალი მიიღო.
რაც შეეხება კიდევ ორ შპს-ს (შპს „kala capital limited“ – საწარმო კაპიტალის ოდენობა 2176,29 ევრო; შპს „კოლხეთი“ – საწარმო კაპიტალის ოდენობა 2301950,00 ლარი), სადაც კალაძე 100%-ია წილს ფლობს, შემოსავლები მიღებული არ აქვს.
კიდევ ერთ შპს-ს „ანოუკი“-ს (საწარმო კაპიტალის ოდენობა 100,00 ლარი), კალაძის მეუღლე, ანა არეშიძე ფლობს, თუმცა, შემოსავალი გასული წელს არც მას აქვს მიღებული.
რაც შეეხება კალაძის საბანკო ანგარიშებზე არსებულ თანხებს დეკლარაციის შევსების მომენტში ასე გამოიყურება:
,,პროკრედიტ ბანკი'' მიმდინარე ანგარშზე – 960,45 დოლარი; მეორე მიმდინარე ანგარიშზე კი – 9,73 დოლარი; „ინტეზა სან პაოლოს“ მიმდინარე ანგარიშზე – 900 000,00 ევრო და 3 600 000,00 დოლარი; „jiulius baer“-ის მიმდინარე ანგარიშზე 3 900 000,00 ევრო; "ქართუ ბანკის" მიმდინარე ანგარიშზე 252219,75 ევრო და 87,57 ლარი; "ბანკი ქართუს" საბარათე ანგარიშზე 3654,88 დოლარი ჰქონდა. დანარჩენ 11 საბანკო ანგარიშზე თანხა თანხა არ ირიცხებოდა. გარდა ამისა, კალაძეს ნაღდი ფულის სახით 20000,00 დოლარი ჰქონდა.
რაც შეეხება კალაძის მეუღლის ანა არეშიძის 19 საბანკო ანგარიშს, მასზე თანხა არ იყო. დანარჩენ ანგარიშებზე კი ჯამში 136,08 ლარი, 310302,54 ევრო იყო.
სესხები
დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია, რომ კალაძეს რამდენიმე მილიონის სესხი აქვს გაცემული. კერძოდ,
სს კალა დეველოპმენტისთვის (ხელშეკრულების ვადა 03.01.2008, 03.01.2008-30.12.2016) 501000,00 ლარის, რისგანაც სარგებლის სახით წინა წელს 1328161,99 ლარი მიიღო.
ასევე, კალა კაპიტალისთვის აქვს ნასესხები 5500,00 ლარი (29.12.2009, 29.12.2009-30.12.2016), გასულ წელს კი ამ თანხიდან 12129,86 ლარი მიუღია. კალა კაპიტალისთვის მიუცია კიდევ ერთი სესხი 6227,00 ლარის ოდენობით 2010 წელს (ვადის ამოწურვა 30.12.2016), სარგებლის სახით კი, მხოლოდ 2016 წელს, 13733,21 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული.
გარდა ამისა, სს კალა კაპიტალისთვის ნასესხები აქვს 516297,00, დოლარი (08.01.2008, 08.01.2008-); 2000000,00 დოლარი (29.01.2008, 29.01.2008-), 301000,00, ლარი (15.12.2011, 15.12.2011-) და 100000,00 ლარი (20.12.2011, 20.12.2011-), თუმცა არცერთი ამ ხელშეკრულებიდან სარგებელი გასულ წელს არ მიუღია.
გარდა ამისა, კალაძეს 7 სასესხო ხელშეკრულება აქვს დადებული, აქედან 5 ხელშეკრულება „ბანკი ქართუსთან“. ჯამში ამ ბანკიდან მას 4 678 000 დოლარი და 150 000 ევრო აქვს მიღებული. გასულ წელს კი ბანკისთვის სესხების პროცენტის დასაფარად ჯამში 106101,45 ევრო და 360 098,91 დოლარი აქვს გადახდილი.
რაც შეეხება სხვა ბანკებს, საქართველოს ბანკიდან ორი სესხი – 1150000,00 დოლარი (15.12.2015, 15.12.2015-15.12.2025) და 75000,00 ევრო (07.07.2008, 07.07.2008-31.05.2020), აქვს აღებული. მათი პროცენტების დასაფარად კი, გასულ წელს, 181143,14 დოლარი და 193642,15 ევრო გადაიხადა.
რაც შეეხება კალაძის მეუღლეს, ანა არეშიძის სახელზე ერთი სესხია, 2014 წელს, თიბისი ბანკიდან აღებული (ვადა 09.11.2024 წელს იწურება) 410000,00 დოლარი, რისი პროცენტის გაასაფარადაც გასულ წელს 60290,00 დოლარი გადაუხდია.
გარდა ამისა, კალაძეს უძრავი ქონების გაყიდვიდან გასულ წელს 380000,00 ლარი მიუღია. როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, მან 2016 წლის 30 დეკემბერს შპს „არქი ნუცუბიძეზე“ გაყიდა.
ასევე, მსუბუქი ავტომანქანა mercedes benz S63 coupe-ს გაყიდვიდან 130000,00 ევროს შემოსავალი მიუღია.
დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია, რომ კალაძეს ქველმოქმედება ში 300 000 ლარი დაუხარჯავს, ხოლო შემოწირულობისთვის 50000 ლარი აქვს გაცემული.
ამავე თემაზე: