საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე მიღებულ დადებით გადაწყვეტილებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმიანება.
"როცა ვარდების რევოლუციის შემდეგ, 2003 წელს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის წინ ევროპის დროშა აღვმართე, ჩემს ამ ნაბიჯს პრაქტიკულად, ყველა პოსტსაბჭოთა სივრციდან და ბევრი ევროპელიც ცინიკურად მოეკიდა. 2008 წლის რუსულ აგრესიაზე პასუხმა გააჩინა ბევრი პერსპექტივა და დღეს, საქართველომ უკვე ევროკავშორთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას მიაღწია, საბოლოოდ კი, უვიზო რეჟიმს. არასდროს დასცინოთ იდეალისტებს, ისინი ამოძრავებენ მსოფლიოს. დარწმუნებული ვარ, რომ მალე ყველა უკრაინელი შეძლებს უვიზოდ მოგზაურობას ევროპაში", _ წერს სააკაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე