ხშირია შემთხვევები, როდესაც მყიდველის მოლოდინი არ მართლდება და ერთი შეხედვით სასარგებლო და გემრიელი პროდუქტი, არც ისე ჯანსაღია. პრობლემის გადაწყვეტაში მომხმარებელს ამიერიდან საკუთარი სმარტფონის ახალი პროგრამა დაეხმარება, რომლის მთავარი ფუნქციაც საკვები პროდუქტის ხარისხის შეფასებაა.
დრეზდენში სპეციალისტებმა ინფრაწითელი სპექტომეტრი შეიმუშავეს, რომლის საშუალებითაც ნებისმიერი პროდუქტის შეფასება მისი გაჭრის გარეშე შეიძლება. სხივი ეცემა ობიექტზე და ხედავს არამარტო მის ზედაპირს, არამედ – პროდუქტის შიდა მდგომარეობას და მის შემადგენლობას ერთი სანტიმეტრის სიღრმეზე. ამდენად, მყიდველისთვის ნათელი ხდება, რამდენად საღია იგი.
მომხმარებლისთვის სასარგებლო პროგრამა ჰენრიხ გიუგერმა შექმნა. ახალი პროგრამა მიღებულ მონაცემებს ბაზაში არსებულს ადარებს. მას შეუძლია პროდუქტში შემავალი საკვები ნივთიერებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. ამდენად, პროდუქტის ხარისხის შეფასება შესაძლებელი მისი გასინჯვის გარეშე იქნება.
ამჟამად გრიუგერი მობილურში ჩასამონტაჟებლად სპექტომეტრის ზომების შემცირებას გეგმავს.