იაპონურმა კომპანიამ "Paionia Furyokuki", რომელიც სხვადასხვა „ეკოლოგიური“ მოწყობილობების წარმოებითაა ცნობილი, უნიკალური ნოხი-მტვერსასრუტი გამოუშვა. ხალიჩაზე გავლის დროს, ის ფეხსაცმლის ძირიდან ისრუტავს მტვერს და ავტომატურად ასუფთავებს საკუთარ ზედაპირს.
ნოხი, რომლის სისქეც 30 სანტიმეტრს შეადგენს, პატარა მემბრანებითაა დაფარული. ისინი წონის ზემოქმედებაზე რეაგირებენ და მტვრისა და ჭუჭყისგან ასუფთავებენ ზედაპირს. ადამიანის მიახლოებას, ნოხი სპეციალური სენსორების საშუალებით აფიქსირებს.
მტვერი, ხალიჩაში ჩამონტაჟებულ ერთგვარ კონტნეირებეში გროვდება, რომლებიც გავსების შემდეგ პერიოდულად უნდა დაცარიელდეს. მწარმოებლების გათვლებით, ინოვაციური ხალიჩით სავაჭრო და საოფისე ცენტრების მფლობელები უნდა დაინტერესდნენ. ნოხი დამატებით მოწყობილობებს არ საჭიროებს.
კომპანია მომხმარებელს სხვადასხვა ფორმის მტვერსასრუტ-ნოხებს სთავაზობს. ამასთან, ნებისმიერი მათგანი 500 ათასი იენი (6 250 დოლარი) ეღირება.