2 თებერვლიდან „მანი“-ს ახალი ავტობუსები N37 მარშრუტზე იმოძრავებს. სადგურის მოედანი-აეროპორტის მიმართულებით 10 ახალი ავტობუსი ივლის. ამავდროულად, აღდგება ღამის რეისებიც. 23 საათიდან დილის 7 საათამდე პერიოდში პირველ ეტაპზე 30-წუთიანი ინტერვალით სამი ლურჯი ავტობუსი იმუშავებს.
მერიის ინფორმაციით, მგზავრობის საფასური დღე-ღამის საათებში ერთნაირი და სტანდარტული, 50 თეთრი იქნება. ასევე, ძალაში დარჩება მერიის მიერ დაწესებული შეღავათებიც.
N37-იდან გათავისუფლებული საშუალო ტევადობის „ბოგდანები“ სხვადასხვა მარშრუტებზე გადანაწილდება: N19, 50, 72 და 101 მარშრუტებს თითო ავტობუსი დაემატება.
როგორც ცნობილია, N51 და 61 მარშრუტებზე ჯამში 25 „მანის“ ავტობუსი დადის. ეკოლოგიური-CNGძრავაზე მომუშავე, შშმ პირებზე ადაპტირებული და ევროსტანდარტების ახალი ავტობუსების მოწოდება მარტში დასრულდება. სულ თბილისი 143 „მანის“ ავტობუსს მიიღებს.