სამყაროს ბუნებრივი ხმების – ელვა ვენერაზე, გრიგალი მარსზე და ვულკანი ტიტანზე – მოდელირება საუთჰემფტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეძლეს. პროფესორი ტიმ ლეიგტონი ხმისა და ვიბრაციის კვლევითი ინსტიტუტიდან, ამბობს, რომ ისინი საკუთარ გამოთვლებს ენდობიან.
„ჩვენ მკაცრად დავიცავით ფიზიკის ნორმები. ვენერაზე ხმა უფრო ღრმა ხდება, რადგან იოგები უფრო ნელა ვიბრირებს. მიუხედავად ამისა, ბგერის სიჩქარე ვენერას ატმოსფეროში უფრო სწრაფია ვიდრე დედამიწაზე“.
პროფესორი ლეიგტონი ბოლო ათი წლის განმავლობაში კოსმოსურ ბგერებს იკვლევდა, მანამდე კი ატმოსფეროში მეთანის ჩანჩქერის ხმა შექმნა. იგი ამბობს, რომ ახლა აინტერესებს, როგორი ჟღერადობა ექნება მუსიკას კოსმოსში. „ყველაზე მეტად ახალი იდეა მიტაცებს, ის, რაც აქამდე არ გაკეთებულა“, – ამბობს ლეიგტონი.
მიუხედავად მრავალწლიანი მუშაობისა კოსმოსში, მეცნიერებს არასდროს შეუქმნიათ სხვა პლანეტების ბგერები.