დანიელი და იაპონელი სექსოლოგების სტატისტიკური მონაცემებით, უკანასკნელ ათწლეულებში მსოფლიოში მეტი რაოდენობით გოგონების დაბადებაში წილი უდევთ მშობლებს, რომლებიც ჩასახვის პერიოდში ვერ თმობენ თამბაქოს. მეცნიერების დასკვნით, ინტიმური ურთიერთობის პერიოდში თანადროული მოწევა მკვეთრად ამცირებს ვაჟიშვილის ჩასახვის შანსს.
გამოკვლეული იყო 12 ათასი ახალშობილი: 3 ჯგუფად დაიყო დედები და მამები. პირველ ჯგუფში მოხვდნენ – არამწეველი მშობლები, მეორეში – დღეში 20 სიგარეტამდე მწეველები და მესამეში – 20 სიგარეტზე მეტის მწეველები; საგანგებო ჯგუფად გამოყვეს მშობლები, რომლებიც მოწევას ვერ თმობდნენ თვით სქესობრივი აქტის პერიოდში.
დასკვნა ასეთი გახლდათ – მოწევა მოქმედებს სპერმის უჯრედებზე. უჯრედები, რომლებიც არიან ბიჭის დაბადებაზე პასუხისმგებელი ქრომოსომის მატარებელნი, გაცილებით მგრძნობიარენი აღმოჩნდნენ მოწევით გამოწვეულ ცვლილებებზე ორგანიზმში.
ასე რომ, მათ, ვისაც ბიჭის ყოლა სურთ, საერთოდ უნდა შეიკავონ თავი მოწევისაგან და, განსაკუთრებით, სქესობრივი აქტების პერიოდში.