„სასურველი ქალები. ნინა ყაუხჩიშვილი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის“ _ ამ სათაურით გამოვიდა ლუსია ფანონის წიგნი იტალიაში რომლის პრეზენტაცია დღეს ქლაქ მილანში შედგა.
წიგნი სულიერებით გამორჩეულ მართლადიდებელ ქართველ ქალებზე მოგვითხრობს, რომლებიც სხვადასხვა ეპოქაში მოღვაწეობდნენ. მათ შორის ნინა ყაუხჩიშვილზე (1919-2010) ბერგამოს უნივერსიტეტის რუსული ლიტერატურის პროფესორზე, მარიჯაზე, რუს მონაზონზე, რომელიც პარიზში ებრაელთა დახმარების დროს საკონცენტრაციო ბანაკში დაიღუპა.
იტალიური გამოცემა www.chiesadimilano.it-ი აღნიშნავს, რომ წიგნში შესული ორი ქალბატონი წმინდა ნინო და თამარ მარჯანიშვილი დასავლეთისათვის უცნობია.