„ლივერპულის“ ფორვარდი, ფილიპე კოუტინიო გუნდის შემადგენლობაში 2022 წლამდე ითამაშებს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ფეხბურთელმა ხელი მოაწერა ახალ, 5 წლიან კონტრაქტს, რომლის მიხედვითაც კვირაში 150 000 სტერლინგს მიიღებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ახალი კონტრაქტის თანახმას ფეხბურთელი გუნდის ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი მოთამაშე გახდა.
როგორც ცნობილია, 24 წლის ბრაზილიელი „ლივერპულს“ „ინტერი მილანიდან“ 8.5 მილიონ სტერლინგად 2013 წლის იანვრიდან შეუერთდა.
ლივერპულის შემადგენლობაში მას უკვე 169 მატჩი აქვს ნათამაშები და 34 გოლი გატანილი.