მალაიზიაში ნავის გადაბრუნების შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 29 დაიკარგა. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ნავში, რომელიც ინდონეზიიდან მოცურავდა 40 ადამიანი იმყოფებოდა.
მალაიზიის საზღვაო სააგენტოს ცნობით, მაშველებმა 6 ქალისა და 3 მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს, ხოლო 2 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.
როგორც ცნობილია, ნავის გადაბრუნება მალაიზიის სანაპიროსთან ხშირია მგზავრების ჭარბი რაოდენობის გამო, რომლებიც ინდონეზიიდან მალაიზიაში მუშაობის დაწყების მიზნით ჩადიან.
მაუწყებლის ინფორმაციით, ნოემბერში ნავის ამოყირავების შედეგად, რომელშიც 101 მგზავრი იმყოფებოდა, 50-ზე მეტი დაიღუპა, რამდენიმე თვის წინ კი ბატამში ნავის ჩაძირვის შედეგად მაშველებმა 34 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, 8 კი დაიღუპა.