ცნობილმა მსახიობმა ალეკ ბოლდუინმა, კიდევ ერთხელ, სცემა პაპარაცი, რომელიც მას და მის ცოლს ნიუ-იორკის ქუჩებში სეირნობის დროს ფოტოებს უღებდა.
ბოლდუინი და მისი ახალგაზრდა მეუღლე ჰილარი ქუჩაში მიდიოდნენ, როცა მათ გვერდით, მოულოდნელად, ფოტოგრაფი გამოჩნდა. გოგონას სურდა ფოტოგრაფს დამალვოდა და მაღაზიაში შესვლა გადაწყვიტა, მაგრამ პაპარაცი უმალ აედევნა. მაშინ, ახალგზრდა მეუღლემ ბოლდუინს შესჩივლა, რომელმაც დაუფიქრებლად აუტეხა ჩხუბი პაპარაცის.
პოლიციას ორივე მამაკაცმა განუცხადა, რომ იჩხუბეს, მაგრამ არცერთმა არ დაწერა საჩივარი.
შეგახსენებთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ალეკ ბოლდუინი პაპარაცებს ესხმის თავს.