მანჩესტერში დაბადებული ბრიტანელი მოდელი ჰოლი პირსი ადგილობრივი კლუბის, ოღონდ, არა „მანჩესტერ იუნაიტედის”, არამედ, მეორე „სიტის” ქომაგია.
29 წლის ჰოლი ხშირად მონაწილეობს „სქაი სპორტზე” სპორტულ ტელეშოუებში და საეთერო დროს საყვარელ ფეხბურთელებზე საუბარს უთმობს.
მოდელი 2009 წლიდან სამოდელო ბიზნესშია ჩართული და ჯერ კიდევ 2013 წელს ჟურნალმა „ნათსმა” ის მსოფლიოს 100 ყველაზე ლამაზ ადამიანს შორის მოიხსენია.