"გურია ნიუსის" ინფორმაციით, საფეხბურთო კლუბ ლანცხუთის "გურიას" დირექტორად, გურიის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი კახა ებრალიძე ინიშნება. როგორც გვითხრეს, ებრალიძის კანდიდატურას მერაბ ჟორდანია ლობირებს, რომელიც კლუბის შეძენაზე მუნიციპალიტეტის გამგეობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
ამ ინფორმაციას კლუბის პრეზიდენტი, ლანჩხუთის გამგებელი ზაზა ურუშაძე, რომელმაც ცოტა ხნის წინ გუნდის ხელმძღვანელობა დაითხოვა უარყოფს და ამბობს, რომ ეს საკითხი მასთან არ განხილულა:
_ ვინ გითხრათ ეს ინფორმაცია? არაფერი ვიცი, ჯერ არანაირი გადაწყვეტილება არ მიგვიღია ახალ ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით.
_ ებრალიძის კანდიდატურის განხილვა არ ყოფილა?
_ ჩემთან არა. არავის შევხვედრილვარ ამ საკითხზე სასაუბროდ.
_ როგორც გვითხრეს მერაბ ჟორდანიამ გთხოვათ ებრალიძის დანიშვნა…
_ კარგით რა, დაკითხვებს ნუ მიწყობთ, _ გვითხრა ურუშაძემ.
ჩვენ შევეცადეთ აღნიშნული ინფორმაცია ებრალიძესთან გადაგვემოწმებინა, თუმცა, მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
შეგახსენებთ, რომ კახა ებრალიძემ, რომელიც ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებზე მხარს რევაზ არველაძეს უჭერდა, გურიის ფეხბურთის ფედერაცია სკანდალების ფონზე დატოვა. მისი საქმიანობის შესწავლას საქართველოს სპორტის საზოგადოება პროკურატურას სთხოვდა. თავის მხრივ, ებრალიძე პოლიტიკურ დევნაზე საუბრობდა და აღნიშნავდა, რომ არველაძის მხარდაჭერის გამო, საფინანსო პოლიცია მისი ოჯახის ბიზნესს უქმნიდა პრობლემებს.
ამავე თემაზე იხილეთ: აუქციონი მერაბ ჟორდანიასთვის _ "ლანჩხუთის გურია" იყიდება (ექსკლუზივი)
ცვლილებები „გურიას“ სამწვრთნელო შტაბში პლეი-აუტის წინ
“სირცხვილით ქუჩაში ვერ გამოვდივარ“ _ რა წერია გურიის ფეხბურთის ფედერაციის წესდებაში;
"დავემუქრე კი არა, თავს გავუჭყაპავ!“ _ გურიის საფეხბურთო სკანდალები გრძელდება;
კახა ებრალიძის დასჯა თუ რეალური ქრონომეტრაჟი?!
სკანდალური შეხვედრა გუბერნიაში _ ვინ ვისზე და რატომ ახდენს ზემოქმედებას
"ჩვენ ვხედავთ ფედერაციის პრეზიდენტის მიერ გადაგმულ არასწორ ნაბიჯებს" _ გუბერნატორის მოადგილე
ახალი შეტევა გურიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტზე
ბოდიში ჟორდანიას, სიურპრიზი გამგებელს _ ლანჩხუთი "სირცხვილს ვერ ასცდა"
კახა ებრალიძეს ვეტერანები უპირისპირდებიან
რა შესთავაზეს არჩევნებამდე გრფფ-ს ვიცეპრეზიდენტს და რატომ ტოვებს თანამდებობას პრეზიდენტი
"მალადეც მაგენს! მალადეც! ტაში ეკუთვნით, მქუხარე!"
შვილის შეძენის მყისიერი "მილოცვა" შემოსავლების სამსახურისაგან