მექსიკაში მიმდინარე BPM მუსიკის ფესტივალზე რამდენიმე გასროლის ხმა გაისმა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
თვითმხილველების თქმით, სროლის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, თუმცა, მაუწყებლის ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია ჯერ არ დასტურდება.
როგორც ცნობილია, ელექტრო მუსიკის ფესტივალი უკვე 10 წელია, რაც იმართება და უცხოელ ტურისტებში განსაკუთრებით კი ამერიკელებსა და ბრიტანელებში პოპულარობით სარგებლობს.
როგორც ცნობილია, ფესტივალი 10 დღე გრძელდება და მასში 375 მუსიკოსი, დიჯეი და არტისტი მონაწილეობს.
მაუწყებლის ინფორმაციით, მექსიკაში კლუბებში სროლა იშვიათი მოვლენა არ არის და ძალადობას უკავშირდება, მაგრამ სამიზნეს ადგილობრივი განგსტერული დაჯგუფების წევრები წარმოადგენენ, ვიდრე ტურისტები.