BBC-ის ინფორმაციით, ყირგიზეთში საცხოვრებელი სახლების თავზე თურქული სატვირთო თვითმფრინავი ჩამოვარდა.
როგორც ცნობილია, თვითმფრინავი ჰონგ კონგიდან ბიშკეკში მიფრინავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი, ბიშკეკში, მანასის აეროპორტთან ახლოს მდებარე სოფელში ჩამოვარდა, რის შედეგადაც 15 საცხოვრებელი სახლი განადგურდა, ხოლო შემთხვევას 37 ადამიანი ემსხვერპლა.
ავიაკომპანიის ცნობით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.