ფარული მოსმენების თემაზე სპეციალური კომისიის პირველი სხდომა დასრულდა. შეხვედრას იურიდიულ საკითხთა კომიტეტში არასამთავრომო ორგანიზაციებისმ ძალოვანი და საგამომძიებო უწყებების წარმომადგენლები და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი დაესწრნენ. ვის უნდა ჩაბარდეს ე.წ. მოსმენების გასაღები მხარეებს აზრთა სხვადასხვაობა აქვთ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი შს მინისტრის მოადგილემ გააკეთა. მისი თქმით, ყველა ქვეყანაში სისტემაზე კონტროლს ახორციელებს ხელისუფლება.
„ყველგან ამ სისტემაზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებს აღმასრულებელი ხელისუფლება, ეს არის თითქმის ყველა იმ ვარიანტში , იმ ქვეყნებში რაზეც ჩვენ ვიმსჯელეთ. მთავარია, სახელმწიფო უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი. მთავარია მოხდა შეხედულებების თანხვედრა, რომ ჩვენ უნდა დავაბალანსოთ ერთის მხრივ ადამიანის უფლებები და მეორეს მხრივ სახელმწიფოს უსაფრთხოება“, _ განაცხადა შალვა ხუციშვილმა.