ალილოს მონაწილეებმა საზეიმო მსვლელობა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყეს. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიასთან მეალილოებს ქალაქის მერი ბეგლარ სიორიძე, ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე, მერის მოადგილე კობა დუნდუა და ქალაქ ოზურგეთის მერიის თანამშრომლები შეუერთდნენ. მეალილოეებს ქალაქის მერიამ სხვადასხვა საჩუქარი გადასცა.
ბეგლარ სიორიძემ ალილოს მონაწილეებს შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.
ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე: "დღეს მართლმადიდებლური სამყაროსთვის განსაკუთრებული დღეა. ჩემს თანაქალაქელებს და სრულიად საქართველოს ვულოცავ მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს და სიკეთეს, რწმენის სიმტკიცესა და მხნეობას ვუსურვებ. როგორც ყოველთვის, წელსაც სიამოვნებით შევუერთდით ალილოს ტრადიციულ მსვლელობას და მეალილოეებს საშობაო საჩუქრები გადავეცით"".
ქალაქ ოზურგეთში ალილოს მსვლელობა, ტრადიციულად, შემოქმედის ეპარქიის ორგანიზებითა და ქალაქ ოზურგეთის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.
(R)