ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში, 42 წლის მამაკაცი თავის საცხოვრებელ სახლთან ახლოს მისმა მეგობრებმა გარდაცვლილი იპოვეს.
"გურია ნიუსის" ინფორმაციით, ზ.ღ.-ს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ზ.ღ. საქეიფოდ ახლობლებთან იმყოფებოდა. მას მეუღლე და დედა დარჩა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი სოფელ მელექედურში გაგა ცხომელიძე აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს.