საქართველოში ნარჩენები ეკოსისტემების დაბინძურების და ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების ერთ-ერთი მთავარი წყაროა.
უყურეთ გადაცემას და გაიგებთ რა მდგომარეობაა ნაგავსაყრელებზე, რას აკეთებს ნარჩენების მართვის კომპანია, რა ვალდებულებები აქვს მუნიციპალიტეტებს და რამდენი საჯარიმო ოქმია შედგენილი სხვადასხვა უწყების მიერ ნარჩენების არასწორად განთავსებასა თუ ნაგავსაყრელების არასწორ ფუნქციონირებასთან დაკავშირებით.
გადაცემის პირველი ბლოკის სტუმრები არიან: საქართველოს ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი გიორგი შუხოშვილი და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი ნელი კორკოტაძე.
გადაცემის მეორე ბლოკიდან გაიგებთ რა მდგომარეობაა გურიის მუნიციპალიტეტებში, სად და როგორ გროვდება მყარი ნარჩენები და რა პრობლემის წინაშე დგას ადგილობრივი მოსახლეობა და ხელისუფლება.
მეორე ბლოკის სტუმარია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე.
M-GRA პროექტი, რომელსაც IREX ახორციელებს, დაფინანსებულია კარგი მმართველობის ფონდის მიერ, ბრიტანეთის საელჩო, თბილისი.
გადაცემის შინაარსი მთლიანად მისი ავტორის პასუხისმგებლობაა და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება განიხილოს,
როგორც IREX-ისა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს პოზიციის გამოხატულება.