სამხრეთ კორეის ლიდერის ნახევარ ძმა ქიმიური იარაღით მოკლეს, რომელიც ცნობილია, როგორც VX ნერვის აგენტი. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, კიმ ჩენ ნამი კუალა ლუმპურის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი თავდასხმის შემდეგ გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავები 7 ეჭვმიტანილს ეძებენ,ხოლო 2 ეჭვმიტანილი ქალი უკვე დაკავებულია.
მაუწყებლის ინფორმაციით, სამხრეთ კორეისა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ კიმ ჩენ ნამი ჩრდილოეთ კორეის აგენტებმა მოკლეს, მაგრამ ფხენიანი პასუხისმგებლობას უარყოფს.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თქმით, VX ნერვის აგენტი ქიმიური იარაღია და კლასიფიცირდება, როგორც მასობრივი განადგურების იარაღი.
ის შეიძლება იყოს წარმოებული, როგორც თხევადი, ისე კრემის ან აეროზოლის სახით და მისი დიდი დოზით შეწოვის შედეგად საბედისწერო შედეგი 15 წუთში დგება.