ამერიკულმა სატელეკომუნიკაციო კომპანია “AT&T”-მ პიჟამა “Exmobaby” შექმნა. მწარმოებელები ირწმუნებიან, რომ გამოგონება ,,ბავშვზე ზრუნვაზე’’ არსებულ წარმოდგენას შეცვლის.
პიჟამაში ჩამონტაჟებულია რამდენიმე გადამცემი, რომლებიც ჩვილის მდგომარეობაზე და მის მოქმედებებზე იძლევა ინფორმაციას. მათი საშუალებით, მშობლებს შეუძლიათ ბავშვის გულისცემის სიხშირე და სხეულის ტემპერატურა გაიგონ მაშინაც კი, როცა მის გვერდით არ იმყოფებიან. ასევე, მიიღონ ცნობა იმ გარემო პირობების შესახებ, რომელშიც მათი შვილი იმყოფება. გადამცემები სპეციალურ გადამყვანებთანაა დაკავშირებული, რომლებიც ინფორმაციას კომპიუტერში, პლანშეტზე ან სმარტფონზე აგზავნის.
“Exmobaby”-ის პიჟამა წლამდე ასაკის ბავშვებისთვისაა გათვალისწინებული. მისი ღირებულება ათას დოლარს შეადგენს.