გადაწყვეტილებას ხელს ოფიციალურად 1 მარტს მოაწერენ.
ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპოლოსის თქმით, დღეს ისტორიული დღეა საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც მალე უვიზოდ მიმოსვლას შეძლებენ შენგენის ქვეყნებში.
„დღევანდელი მხარდაჭერა ხაზს უსვამს იმ დიდძალ ძალისხმევას, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა რთული რეფორმების გასატარებლად გასწია კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულების სისტემას. ეს რეფორმები საქართველოს ევროკავშირის სტანდარტებთან აახლოებენ, რაც ევროკავსირთან თანამშრომლობასა და ქვეყნის ევროპულ გზაზე კიდევ უფრო დაახლოებას უწყობს ხელს”, _ განაცხადა ავრამაპოლოსმა და დასძინა, რომ ევროკომისია საქართველოს რეფორმების ევოკავშირის სტანდარტებთან მიდმივად შესაბამისობის მონიტორინგის განაგრძობს.
ოფიციალური ხელმოწერის შემდეგ, გადწაყვეტილება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებიდან 20 დღეში შევა ძალაში.
შეგახსენებთ, რომ 2 თებერვალს ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი ხმათა უმრავლესობით – 553 მომხრე, 66 – წინააღმდეგი – დაუჭირეს.