ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე ქალაქ ოზურგეთში მიკრომეწარმეობის და მცირე ბიზნესის განვითარების შესახებ საჯარო შეხვედრას გამართავს.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მეწარმეობის და მცირე ბიზნესის განვითარების მიზნით სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ პროგრამებზე, ოზურგეთში მცირე მეწარმეთა წარმატებულ გამოცდილებაზე და ეკონომიკის სფეროში არსებულ დადებით ტენდენციებზე დისკუსია გაიმართება:
_ შეხვედრაში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, მცირე მეწარმეები, ოზურგეთის რაიონის სოფლების წარმომადგენლები, 2016 წლის ბენეფიციარები, ახალგაზრდები და ადგილობრივი მედია მიიღებს მონაწილეობას, _ აღნიშნავენ პრესსამსახურში.
შეხვედრა 4 მარტს, 13 საათსა და 30 წუთზე, პროფესიული კოლეჯ “ჰორიზონტში” გაიმართება, სადაც ანონსის თანახმად, არჩილ თალაკვაძე საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას, თუ რა ინიციატივები და მხარდამჭერი პროგრამები აქვს ხელისუფლებას მეწარმეობისა და მცირე ბიზნესის განვითარებისთვის.