საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატს, მარინე ლე პენს, ევროკავშირის დეპუტატებმა ევროკავშირის საპარლამენტო იმუნიტეტი გაუუქმეს. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, აღნიშნული გადაწყვეტილება ევროპარლამენტარებმა იმის გამო მიიღეს, რომ მარინე ლე პენმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ 2015 წლის დეკემბერში „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ სიკვდილით დასჯის ამსახველი კადრები, ასევე ამერიკელი ჟურნალისტის, ჯეიმს ფოლეის თავის მოკვეთის ამსახველი კადრი დაპოსტა.
მაუწყებლის ცნობით, დანაშაული განიხილება, როგორც „ძალადობის ამსახველი სურათების გამოცემა“.
მაუწყებლის ცნობით, ლე პენს იმუნიტეტი დევნისგან იცავს, მაგრამ მისი გაუქმებით მის წინააღმდეგ იურიდიული ქმედების განხორციელება შესაძლებელი ხდება.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული დანაშაულის გამო სასჯელი სამ წლამდე პატიმრობასა და 75 000 ევროთი დაჯარიმებას ითვალისწინებს.