უკრაინაში, ლვოვის რეგიონში, ქვანახშირის მაღაროში გათხრითი სამუშაოების დროს მეთანის გაზმა აფეთქება გამოიწვია. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად 8 მუშა დაიღუპა, ხოლო 20 დაკარგულად ითვლება.
გავრცელებული ინფორმაციით, მაღაროში, აფეთქების დროს 550 მეტრის სიღრმეზე 34 მუშა იმყოფებოდა.