საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის წილების მფლობელად ქიბარ ხალვაში და შპს „პანორამა“ ცნეს.
„გაუქმდეს შპს „სამაუწყებლო რუსთავი2“-ის პარტნიორების, ლევან ყარამანიშვილის, გიორგი ყარამანიშვილისა და შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ 51%-ის და ნინო ნიჟარაძის 9%-იანი წილების რეგისტაცია საჯარო რეესტრში.
და შპს შპს „სამაუწყებლო რუსთავი2“-ის 60%-იანი წილის მესაკუთრედ ცნობილ იქნეს ქიბარ ხალვაში და 40-%-იანი წილის მფლობელად _ შპს „პანორამა“, _ ნათქვამია სასამართლოს განჩინებაში.
9 მოსამართლისგან შემდგარი დიდი პალატა სამაუწყებლო კომპანიის საქმეზე, დღის 12 საათიდან მსჯელობდა. განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე, დახურულ ფორმატში წარიმართა.