https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    “ევროპა უნდა გაერთიანდეს ან დასრულდება”- დონალდ ტუსკი

    რომის პაპი – ვენესუელელი ხალხის კეთილდღეობა ყველა სხვა მოსაზრებაზე მაღლა უნდა იდგეს

    ტრამპმა დაასახელა ქვეყანა, რომელსაც, ვენესუელის შემდეგ, “რაღაც უნდა მოუხერხონ”

    რუსეთი: “მადუროს დაპატიმრება „დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტის მიუღებელი დარღვევაა“

    მარკო რუბიო: “ჩვენ შევაჩერეთ საომარი მოქმედებები ვენესუელაში, რადგან მადურო დაპატიმრებულია”

    საპროტესტო აქციების დროს არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    “ევროპა უნდა გაერთიანდეს ან დასრულდება”- დონალდ ტუსკი

    რომის პაპი – ვენესუელელი ხალხის კეთილდღეობა ყველა სხვა მოსაზრებაზე მაღლა უნდა იდგეს

    ტრამპმა დაასახელა ქვეყანა, რომელსაც, ვენესუელის შემდეგ, “რაღაც უნდა მოუხერხონ”

    რუსეთი: “მადუროს დაპატიმრება „დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტის მიუღებელი დარღვევაა“

    მარკო რუბიო: “ჩვენ შევაჩერეთ საომარი მოქმედებები ვენესუელაში, რადგან მადურო დაპატიმრებულია”

    საპროტესტო აქციების დროს არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ეს ერთი მაპატიეთ და მეტს არ ვიზამ!”

17:03; 5.03.2017
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაქვემდებარებაში მყოფ ა(ა)იპ “სპორტის განვითარების ცენტრს” გასულ წელს რამდენიმე ათასი ლარის შესყიდვა აქვს გახორციელებული. შესყიდვის ხელშეკრულებების უმრავლესობა ერთ პირთან მოლაპარაკების წესით არის გაფორმებული, უმრავლეს მათგანს არ ახლავს მიღება-ჩაბარების აქტები, რაც ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელის, ზურაბ ჯინჭარაძის თქმით, იმით არის გამოწვეული, რომ  ფული გადახდილი არ აქვს.

მაგალითად, ასეთად ასახელებს 2016 წლის 31 აგვისტოს გაფორმებული #54 ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც, ი/მ ამირან კაკურიასგან შეძენილია 200 ლარის საკვები. ოღონდ რა, რატომ და ვისთვის, უცნობია. ხელშეკრულებაზე თანდართულ, 2016 წლის 26 დეკემბრით დათარიღებული ანგარიშფაქტურიდან მხოლოდ იმის გარკვევაა შესაძლებელი, რომ საქონლის რაოდენობა 12 ცალია, ხოლო ერთეულის ფასი _ 16.67 თეთრი.

_ დოკუმენტაციას მიღება-ჩაბარების აქტი იმიტომ არ ახლავს, რომ ინდმეწარმემ დაგვიანებით ატვირთა ფაქტურა და თანხა ვერ ჩავრიცხეთ, _ ამბობს ზურაბ ჯინჭარაძე.

კითხვაზე, ვისთვის და რა სახის საკვები შეიძინეს, პასუხი რამდენიმენაირი აქვს: პირველი ვერსიით _ ვეტერანებისთვის, მეორე ვერსიით _ სპორტსმენებისთვის, მესამე ვერსიით კი ლელობურთელებისთვის, რომლებიც მისივე თქმით, ფოთში ჰყავდა წაყვანილი შეჯიბრებაზე. თუმცა, აღნიშნული შეჯიბრი სპორტის განვითარების ცენტრის გასული წლის  ღონისძიებების ჩამონათვალში არ იძებნება. ჯინჭარაძეს ამ საკითხზეც მისეული ახსნა აღმოაჩნდა:

_ ხანდახან სპორტის სამინიტროდან რეკავენ გუბერნიაში (?!) და გვავალებენ, რომ სპორტსმენები შეჯიბრებაზე წავიყვანოთ, _ განმარტავს ჯინჭარაძე, რომელსაც არ ახსოვს, ამ შემთხვევაში ვინ დაურეკა შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად.

შეჯიბრის ნამდვილად გამართვის და მასში მონაწილეობის დასადასტურებლად, 2016 წლის 1 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება მოჰყავს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ი/მ გრიგოლ კვინტრაძეს 100 ლარი გადაუხადეს ფოთში ლელობურთელების ტრანსპორტირებისთვის (არადა, საკვების შეძენისთვის ხელშეკრულება 31 აგვისტოსაა გაფორმებული).

ამ ასლარიან ხელშეკრულებას 2016 წლის 10 ნოემბრით დათარიღებილი ანგარიშფაქტურა ახლავს, რომელშიც წერია: “ტრანსპორტის ქირავნობა _ ქ. თბილისი, სპორტის სამინისტროდან სპორტული ინვენტარის ჩამოსატანად”. მომსახურებაში  სამასი ლარია გადახდილი.

ჯინჭარაძე ამბობს, რომ დოკუმენტები შეცდომით მოგვაწოდეს, თუმცა, სპორტის განვითარების ცენტრში მოსულებს “სწორი დოკუმენტაცია” ვერ გვაჩვენეს და  მიზეზად ის დაგვისახელეს, რომ  შესყიდვების სპეციალისტი სამსახურში არ იმყოფებოდა.

კითხვაზე, მათ მიერ “შეცდომით მოწოდებული” დოკუმენტები ხომ არ ნიშნავს იმას, რომ დოკუმენტების ნაწილი დაგვიმალეს, ჯინჭარაძე გვპასუხობს, რომ არა. თუმცა, ფაქტია, რომ ჩვენი მოთხოვნის შესაბამისად მოსული დოკუმენტები ამ კითხვის დასმის საფუძველს იძლევა _ ი/მ კვინტრაძესთან გაფორმებულ 100-ლარიან ხელშეკრულებას ფაქტურა არ ახლავს, ხოლო 300-ლარიანი ფაქტურის შესაბამისი ხელშეკრულება არ არსებობს. ყოველ შემთხვევაში, არც ჩვენთვის მოუწოდებიათ და არც ადგილზე მისულებს გვაჩვენეს.

ასევე, ვერ გვაჩვენეს ვიდეო კამერა, რომელიც  ი/მ კობა კეშელევასთან 2016 წლის 12 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად 500 ლარად უნდა იყოს ნაყიდი.

_ არ მიყიდია საერთოდ. კი გავაფორმე ხელშეკრულება, მაგრამ არ მომეწონა და გავაუქმე, _ გვითხრა ჯინჭარაძემ, თუმცა კითხვაზე, თუკი ხელშეკრულება გააუქმა, რატომ არ არის ეს მითითებული შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე, სადაც დაფიქსირებულია, რომ 500-ლარიანი ვიდეოკამერაა შეძენილი და რატომ მოგვაწოდა ჩვენ დოკუმენტი გახორციელებული შესყიდვის დამადასტურებლად, პასუხი არ აქვს:

_ კარგი ვქენი,  მგონია, რომ არ ვიყიდე. ფული დავზოგე და ვერ გავიგე, რატომ მისვამთ ასეთ კითხვებს?! _ გვითხრა ჯინჭარაძემ, რომელსაც ასევე, “სასიკეთო საქმე” ჰგონია, როცა სახელმწიფოს საშემოსავლო გადასახადს უმალავს; ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობს თავად.

საქმე იმაშია, რომ ზურაბ ჯინჭარაძემ 2016 წლის 15 აგვისტოს ხელშეკრულება გააფორმა  ი/მ ზია შავაძესთან. ხელშეკრულების საგანში მითითებულია, რომ მუსიკოსები იქირავეს. ხელშეკრულებას თანდართულ, 150-ლარიან ანგარიშფაქტურაში აღნიშნულია: “კურორტ ბახმაროს ფალავნობა ქართულ ჭიდაობაში (დოღი და გარმონი)”. სავარაუდო კორექტორულ შეცდომას და “დოღს” (ალბათ, დოლი იგულისხმება) რომ თავი დავანებოთ,  ი.მ. ზია შავაძე სავაჭრო ობიექტის მფლობელია და მუსიკოსებთან მას არანაირი სამართლებრივი კავშირი არ აქვს.

“ჩოხატაურში საერთოდ არავინ არის, ვინც დოლზე და გარმონზე უკრავს. ამიტომ, გვიწევს ოზურგეთიდან  ან ბათუმიდან მუსიკოსების ჩამოყვანა. მომღერალს ფულს ხელზე ვერ მივცემთ და ამიტომ ასე გავაფორმეთ,” _ ასე განმარტა ეს ფაქტი ჯინჭარაძემ.

_ ბატონო ზურაბ, ამბობთ, რომ კანონი დაარღვიეთ გამიზნულად… _ ამ საუბარში ჯინჭარაძეს თანამშრომლები ჩაერთნენ და აღნიშნეს, რომ შავაძისთვის ფულის ჩარიცხვა მხოლოდ იმ მიზეზით მოხდა, რომ ერთ-ერთი მუსიკოსი მისი შვილი იყო.

_ ბატონო ზურაბ, თუ მუსიკოსი ბატონი ზიას შვილი იყო, პირდაპირ მას რატომ არ ჩაურიცხეთ თანხა?

_ მისთვის რომ ჩამერიცხა, საშემოსავლო უნდა გადამეხადა, რაც ხარჯს გამიზრდიდა.

_ ბიუჯეტს გადასახადი დაუმალეთ?

_ არა, რატომ დავუმალე. პირიქით, ინდმეწარმეს ჩავურიცხე, _ განმარტა ჯინჭარაძემ.

ამ საკითხისგან განსხვავებით, ჯინჭარაძეს უჭირს განმარტებების გაკეთება, რის საფუძველზე გადაურიცხა გურიის ნარდის ფედერაციას 1 500 ლარი.

_ ფედერაციის წევრი ვართ და ალბათ, ამიტომ, _ ამბობს ზურაბ ჯინჭარაძე.

_ რას ნიშნავს, ალბათ? ხელშეკრულებაში წერია _ სპორტული ღონისძიების ორგანიზება. რომელი ღონისძიების ორგანიზება დაგიჯდათ 1 500 ლარი? მით უმეტეს, რომ ამ ხელშეკრულებას არც ხარჯთაღრიცხვა ახლავს, არც მიღება-ჩაბარების აქტი და არც ანგარიშფაქტურა.

_ ჩვენს ასე ყოველ წელს ვრიცხავთ.

_ კი, მაგრამ რატომ?

_ ფედერაციის წევრები ვართ, აქაც ტარდება ღონისძიებები.

_ ბატონო ზურაბ, ამ ხელშეკრულებას, რომელიც თქვენვე მოგვაწოდეთ, ახლავს მხოლოდ გამგებლის, ირაკლი კუჭავას ხელმოწერილი წერილი, რომელშიც წერია: “გურიის ნარდის ფედერაციის 2016 წლის გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ნარდის მოყვარულთა მაქსიმალურ ჩართულობას, გთხოვთ, უზრუნველყოთ აღნიშნული ფედერაციის მოთხოვნა ხარჯთაღრიცხვის მონაცემების შესაბამისად”. იქნებ, ამ ყველაფრის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა გვაჩვენოთ?

_ ახლა არ მაქვს, არ არის სამსახურში ის ადამიანი, რომელიც ამ დოკუმენტებს ინახავს და მოგვიანებით მოგაწვდით (?!), _ აღნიშნა ჯინჭარაძემ.

მან, ასევე, ვერ შეძლო წარმოედგინა ჩამოწერის აქტები, რომელიც ცხადყოფდა, რომ თვეების წინ შეძენილი ბურთები, მისივე თქმით, სპორტდარბაზის ჭერზე “არსებულმა ლურსმნებმა დააზიანა”.

ჯინჭარაძემ ვერც ის გაიხსენა, რა სახის რკინის კონსტრუქცია მოაწყვეს ჩოხატაურის ცენტრალურ სტადიონზე 600 ლარად. არადა, 2016 წლის 7 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ეს კონსტრუქცია ი/მ გრიგოლ კვინტრაძემ გააკეთა. ადამიანმა, რომელთანაც ორი ხელშეკრულება, როგორც მძღოლთან, ისეა გაფორმებული.

_ ეს კაცი ყველაფერია _  მძღოლიცაა, “სვარჩიკიც”, _ გვითხრა ჯინჭარაძემ.

რაც შეეხება კვინტრაძის მიერ გაკეთებულ კონსტრუქციის დეტალებს _  ჯინჭარაძის თავდაპირველ ვერსიაში, ეს კონსტრუქცია ფეხბურთელების დასასვენებელი სკამები იყო, რომელიც ამჟამად სტადიონზე არ არის და როგორც ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელი ამბობს, “მოხელესთან შესაკეთებლადაა წაღებული”; შემდეგ რკინის ბოძები აღმოჩნდა, ბოლოს კი რაგბის კარის ძელები, რომელიც ამჟამად მოხსნილი აქვს და მისივე თქმით, სტადიონზე არსებულ საწყობში ინახება. მართალია, ჯინჭარაძემ საწყობის კარი გაგვიღო, მაგრამ იქ რაიმეს პოვნა ძალიან რთულია _ ნაგვით სავსე საწყობში გავლაც კი შეუძლებელია, არამც თუ რაიმეს მოძებნა.

სტადიონზე საწყობის გარდა, ნაგავი სხვაგანაც დაგვხვდა. განსაკუთრებით თვალშისაცემი კი მაყურებლის სკამების უკან მოწყობილი “მინი სანაგვე” იყო:

_ ეს ერთი მაპატიეთ, ეს არ გამიშუქოთ მხოლოდ და მეტს არ ვიზამ, გეფიცებით, _ გვთხოვა ჯინჭარაძე, რომელსაც არ ჰქონდა კითხვაზე პასუხი, რაში იღებდა სტადიონის ორი მუშა ყოველთვიურად ხელფასს და რატომ მოაწყვეს სტიქიური ნაგავსაყრელი სტადიონზე, სადაც დღის განმავლობაში ათეულობით ადამიანი ვარჯიშობს.

ამ ყველაფრის ფონზე, მით უმეტეს, რომ ეს ნაწილია იმ დარღვევებისა, რაც ჯინჭარაძის მიერ მოწოდებულ დოკუმენტებში აღმოვაჩინეთ, დავინტერესდით, ჰქონდა თუ არა შესწავლილი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურს სპორტის განვითარების ცენტრის საქმიანობა და დოკუმენტაცია.

“დოკუმენტალურად არ მაქვს უფლება, რაიმე გითხრათ”, _ აღნიშნა აუდიტის სამსახურის უფროსმა ალექსანდრე ჩიჩუამ  და გამგებელთან გადაგვამისამართა.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ირაკლი კუჭავამ კი გვითხრა, რომ აუდიტის სამსახურს ა(ა)იპების 2014-2015 წლების საქმიანობა აქვს შესწავლილი და შესაბამის მასალებს წერილობითი მოთხოვნის შემდეგ მოგვაწოდებს.

მანამდე კი ამ სიტუაციის შესწავლის აუცილებლობაზე საუბრობენ იურისტები _ “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელის თამაზ ტრაპაიძის თქმით, ჩვენს მიერ დასახელებული ფაქტები მოწმობს იმას, რომ სერიოზულ დარღვევებს აქვს ადგილი:

_ თქვენს მიერ აღმოჩენილი ფაქტები, რა თქმა უნდა, დარღვევებია, რაც მინიმუმ, ადმინისტრაციული წესით პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. შეიძლება იყო სისხლის სამართლის დანაშაულიც, რომლითაც პროკურატურა უნდა დაინტერესდეს და დაადგინოს, რა სახის დარღვევებთან გვაქვს საქმე _ ან გადაცდომაა ან სამსახურებრივი გულგრილობა. უნდა ითქვას ისიც, რომ ა(ა)იპები გამგეობის მიერ არის დაფუძნებული და გამგეობამ თავად უნდა განახორციელოს კონტროლის შესაბამისი ზომები. ეს იქნება იმის საფუძველი, რომ იგივეს სხვები არ გააკეთებენ.

დაუსჯელობის სინდრომი აფუჭებს ყველაფერს და საბოლოო ჯამში, ვიღებთ იმას, რომ ბევრგან კორუფცია მატულობს. ამ ყველაფრის ფონზე წარმომიდგენია, რა მოხდება, მანდ რომ აუდიტი ჩავიდეს და კარგად შეისწავლოს. თქვენ რამდენიმე დოკუმენტი გამოითხოვეთ და რაც ნახეთ, კითხვებს და ეჭვებს ბადებს. როცა ა(ა)იპის ხელმძღვანელი ღიად აფიქსირებს, რომ არ იხდის საშემოსავლო გადასახადს, რომ ხელშეკრულება აქვს შესყიდვაზე და ამბობს, რომ არ უყიდია ნივთი, ბუნებრივია, ეს საკითხი შესწავლილი და რეაგირებული უნდა იყოს, _ გვითხრა ტრაპაიძემ.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

რომელმა პარტიებმა მოაწერეს ხელი სტრასბურგში "რუსთავი 2"-ის მხარდასაჭერად გაგზავნილ განცხადებას

ცოლ-ქმრული ჰარმონია გასუქებას იწვევს

ყველა სიახლე

სამართალი

პროკურატურამ ყაჩაღობის და სიცოცხლის მოსპობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

18:29; 6.01.2026
საზოგადოება

შეიცვალა თუ არა დოლარის და ევროს ღირებულება – ვალუტის კურსი

18:14; 6.01.2026
მსოფლიო

“ევროპა უნდა გაერთიანდეს ან დასრულდება”- დონალდ ტუსკი

17:39; 6.01.2026
საზოგადოება

საქართველოში სიგარეტი გაძვირდა

17:25; 6.01.2026
საზოგადოება

სად შეიზღუდება მოძრაობა „ალილოს“  მსვლელობის დროს

14:28; 6.01.2026
პოლიტიკა

პაპუაშვილი: ევროკავშირი, როგორც საერთაშორისო წესრიგის გარანტი, აღარ არსებობს

14:22; 6.01.2026
საზოგადოება

ადვოკატის ინფორმაციით, ბიჭიკო პაიკიძე, რომელიც ესპანეთში დააკავეს, თავისუფალია

14:15; 6.01.2026
საზოგადოება

“მნიშვნელოვანია ექიმთან დროული კომუნიკაცია”- ივანე ჩხაიძე

13:27; 6.01.2026
საზოგადოება

ცეცხლმოკიდებული სახლიდან გაქცევის დროს ქალი აივნიდან გადმოხტა და გარდაიცვალა

12:52; 6.01.2026
ზაფრანი

მსოფლიო საშობაო ნუგბარ-ტრადიცია

12:18; 6.01.2026
ზაფრანი

საახალწლო „დიდთოვლობა“

11:37; 6.01.2026
ზაფრანი

ახალ წელს – “ახალი” მასწავლებელი!

11:33; 6.01.2026
სამართალი

შსს: უცხო ქვეყნის 13 მოქალაქე საქართველოდან გავაძევეთ

11:23; 6.01.2026
სამართალი

“სუპერმარკეტის თანამშრომელს თანხა მოსთხოვა”- დაკავებულია ერთი პირი

11:20; 6.01.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

10:10; 6.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025
0

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო