საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმზე მიღებული გადაწყვეტილება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში დღეს გამოქვეყნდება.
საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებული რეგულაცია, რომელსაც ხელი 1-ელ მარტს მოეწერა, ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებიდან 20 დღეში ამოქმედდება, რაც იმას ნიშნავს, რომ 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ გამგზავრებას შეძლებენ.
უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის 22 წევრ, 4 არაწევრ და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანაში იქნება შესაძლებელი.