ე.წ. “ციანიდის საქმის” მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე იმ მტკიცებულებებს ეხმაურება, რომელიც პროკურატურამ დღეს გაასაჯაროა _ მათ შორისაა ირაკლი მამალაძის მიერ ფარულად გადაღებული კადრები:
“მე, ერთ რიგით მოქალაქეს რა უნდა მექნა? არ მეთანამშრომლა გამოძიებასთან და დავლოდებოდი გერმანიიდან ცხედრის ჩამოსვენებას?
შეთქმულების თეორიების მოყვარულებს და კლავიატურის ლომებს ვერ გამოვეხმაურები. უბრალოდ ეს მინდოდა მეთქვა..” _ წერს მამალაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
ამავე თემაზე იხილეთ: ახალი დეტალები და პროკურატურის ფარული ვიდეომასალა “ციანიდის” საქმეზე