პროკურატურის მიერ ე.წ. “ციანიდის საქმეზე” გასაჯაროებული მტკიცებულებებს დაკავებული დეკანოზის, მამა გიორგი მამალაძის ერთ-ერთი ადვოკატი მია ზოიძე სოციალუქს ქსელში ეხმაურება:
“ძალიან სიმბოლურია _ გუშინ ჩვენ უარი გვითხრეს გაუთქმელობის მოხსნაზე და დღეს სინოდის სხდომამდე ერთი დღით ადრე ასაჯაროვებენ დაჭრილ ვიდეოებს, კონტექსტიდან ამოგლეჯილს.
ზოგან კითხვა არ ჩანს და წინაპირობა, თუ რა უძღოდა ამ საუბარს; ზოგან პასუხი და ზოგან ქრონოლოგია და ა.შ და ა.შ,
პროკურატურამ ძალიან ბევრი იმუშავ,ა როგორმე მამა გიორგის ნეგატიური ხატი შეექმნა, თუმცა დიდი დაბეჯითებით ვერც ეს მოახერხა.
სინამდვილეში მამაოსთან მიდის მისი ახლო მეგობარი, ე.წ საქმის მთავარი მოწმე და უსვამს სპეციალურად პროვოკაციულ კითხვებს, უმეტეს წილად შორენაზე, მაგალითად შორენა როგორ იქცევა და ამ საკითხს რა ეშველება და ეგ რომ არ იყოს რა იქნება და ა.შ და ა.შ,
სრულ საუბრებში მამა გიორგი თავს არიდებს ამ კითხვას არაერთხელ, თუმცა, ბატონი პროვოკატორი არ ეშვება და ცდილობს შორენაზე ნეგატიურ კონტექსტში ისაუბროს მამაომ.
მკვლელობის მომზადება საკმაოდ სერიოზული და ამასთანავე რთულად დასამტკიცებელი მუხლია და თუ მხოლოდ მამა გიორგის ნეგატიური განწყობით კონკრეტული პირისადმი აპირებენ მომზადების დამტკიცებას.
კი ბატონო, ა ბურთი და ა მოედანი. ჩვენ ამის უფლებას არ მოგცემთ!” _ წერს ზოიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
ამავე თემაზე: “ეტყობა, მამაოს წყევლამ უშველა მაგათ!” _ დაკავებული დეკანოზის ადვოკატი პროკურატურაზე