ე. წ. “ციანიდის საქმეში” ბრალდებული გიორგი მამალაძის ადვოკატი გიორგი ფანცულაია მოითხოვს, თავისი დაცვის ქვეშ მყოფი დეკანოზის დაკითხვა გასაჯაროვდეს.მისი თქმით, პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებაში დეკანოზს გაცემული აქვს პასუხები კითხვებე, რომელიც “მარილზე გაშვებას” უკავშირდება.
” მამა გიორგი მამალაძემ როდესაც ჩვენება მისცა, კითხვა იყო დასმული, თუ ვის გულისხმობდა აუდიოჩანაწერში, როდესაც ამბობდა ტკბილეულს არ ჭამდა, რომელზეც პასუხი გაეცა. ასევე დაკითხვის დროს, შეკითხვა იყო დასმული თუ ვისზე საუბრობდა ის მრავლობითში. მე მოვითხოვ, რომ ან გამოძიებამ გაასაჯაროოს მამა გიორგი მამალაძის 33-ფურცლიანი ჩვენება, ან მე მომცენ ამის უფლება. თუმცა, ახლა ამ კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემთ”, _ განაცხადა ფანცულაიამ.