ბათუმის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, გიორგი კირთაძე, შაბათის კურიერთან სატელეფონო საუბარში აცხადებს,
რომ „სიტუაცია დაძაბულია, პოლიციას სრული მობილიზება აქვს გაკეთებული, ჯარი ჰყავს გამოყვანილი, სპეცნაზია მოყვანილი”.
მისი განცხადებით, ადგილზე იმყოფება შს მინისტრის მოადგილე, ამირანაშვილი.
გიორგი კირთაძის თქმით, ამ წუთებშიც მიმდინარეობს შეხლა-შემოხლა პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის.
მისი თქმით, პოლიცია მათ გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევს.
კირთაძის თქმით, აქცია ნაციონალური მოძრაობის მიერ ორგანიზებული არ არის.