ბათუმში, პოლიციის სამმართველოსთან ამ წუთებში სროლის ხმა ისმის. სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაძაბულობის განმუხტვა ისევ ვერ ხერხდება.
პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა და როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, რამდენიმე წუთის წინ გამოყენებული იქნა რეზინის ტყვიებიც.
აღსანიშნავია, რომ სროლისა და დაპირისპირების გამო, რამდენიმე წუთის წინ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა პირდაპირი ჩართვა ვერ განახორციელა.
სახალხო დამცველის წამომადგენლის ციალა ქათამაძის თქმით, მათ დაძაბული სიტუაციის გამო, მოვლენებზე დაკვირვების შესაძლებლობა არ აქვთ.