შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ბათუმში მიდის. წასვლამდე მან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ დაკავებული 6 მოქალაქე გაათავისუფლა.
„მე გავითვალისწინე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თხოვნა, რომ გამეთავისუფლებინა ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირები, მიუხედავად იმისა,
რომ მე ეს ადამიანები გავათავისუფლე მათ მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება არ შეწყვეტილა და შემიძლია გთხრათ,
რომ ეს ადამიანების აუცილებლად სასამართლოს წინაშე წარდგებიან,“ – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ მიმდინარე პროვოკაციული მოქმედება კანონის აღსრულებას ხელს ვერ შეუშლის.
„ყველა ის პირი, ვინც თავის თავს კანონზე მაღლა აყენებს უმკაცრესად იქნებიან დასჯილი. უნდა ვიცოდეთ ყველამ,
რომ ჩვენ ყველანი ვართ კანონის წინაშე თანასწორი და ყველანი ერთნაირად ვაგებთ პასუხს კანონის წინაშე,“ – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
შინაგან საქმეთა მინისტრი საჭიროების შემთხვევაში საკადრო გადაადგილებებსაც არ გამორიცხავს.
rustavi2.com