საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა გაბუნია, ბათუმის აქციაში მონაწილეებს სოციალური ქსელით მიმართავს:
” მივმართავ აქციის მონაწილეებს, გამოხატვის თავისუფლება და განუკითხაობა სხვადასხვა რამ არის.
ნუ ისარგებლებთ ბოროტად იმით, რომ ხელისუფლება “სულის ამოხდის” მუქარით არ დასჩხავის ხალხს!
ეს არ ნიშნავს სისუსტეს, ეს ნიშნავს იმას რომ ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია კანონის დაცვა და მოქალაქის ღირსება!
არ იქნება დაშვებული ქაოსი. ქვეყანაში უზრუნველყოფილი იქნება სტაბილურობა და მოქალაქეთა უსაფრთხოება!” _ წერს გაბუნია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.