საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე ბათუმში მიმდინარე მოვლენებს საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა:
_ მინდა მივმართო ბათუმელებს _ სიმშვიდე და კიდევ ერთხელ სიმშვიდე. მთავარია ყველა დამშიდდეს და მოთმინებით დაელოდოს კანონის აღსრულებას.
არც ბათუმს, არც საქართველოს, არც პოლიციელებს, რომლებიც ჩვენი და კანონის სადარაჯოზე დგანან არ უნდა ვაკადროთ ასეთი არეულობა.
არ უნდა აკადროთ საკუთარ თავს და ღირსებას. არ აჰყვეთ პროვოკაციებს, მთავარია პროცესი მივმართოთ იმისკენ, რომ ყველაფერი დალაგდეს.
პროტესტის გამოხატვა ვანდალიზმით და სამართალდმაცავების დაშავებით არცერთ ნორმალურ ქვეყანაში არ რჩება დაუსჯელი.
ცხადია, აგრეთვე, თუ პოლიციელების მხრიდან არის კანონის გადამეტება, არც ეს დარჩება დაუსჯელი.
ამიტომ, ვცეთ საკუთარ ქალაქს და ამ ქვეყანას პატივი. ვცეთ ერთმანეთს პატივი.
გთხოვთ, მოგიწოდებთ, ანგარიში გაუწიეთ თქვენს თანამოქალაქეებს და დაიშალეთ.
ქუჩებში სირბილი, კერძო საკუთრების დარბევა, პოლიციის შენობის შტურმით აღება ეს არის დანაშაული.
კარგად გააცნობიერეთ ეს ყველაფერი. დამშვიდდით, დამშვიდდით და დაელოდეთ ხვალინდელ დღეს.
მე ვდგავარ თქვენი, ბათუმელებისა და სამართალდამცავების გვერდით. მეც ველოდები სიტუაციის განმუხტვას და კანონის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებებს.
ჩვენ, ყველანი უნდა დავდგეთ პროვოკატორებისა და უკანონობის წინააღმდეგ” _ აღნიშნულია კახი კალაძს მიერ გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობიდან კახი კალაძე პირველია, ვინც მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. ამ დრომდე არ გამოჩენილა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. გიორგი კვირიკაშვილს არც განცხადება გაუვრცელებია და არც ბათუმში ჩასულა.