საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბათუმში მიმდინარე პროცესებს რამდენიმე წუთის წინ საგანგებო ბრიფინგზე გამოეხმაურა:
“პირველ რიგში, ყველას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ. შინაგან საქმეთა მინისტრი ჩემი დავალებით ჩავიდა ბათუმში, ასევე ზურაბ პატარაძის მომართვის საფუძველზე, საკითხის შესწავლამდე
და დაძაბულობის დეესკალაციის მიზნით, ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პიროვნება გათავისუფლებულ იქნა. აღნიშნული მოვლენები ცხადყოფს, რომ ყოფითი შემთხვევაგამოყენებული იქნა დესტრუქციული პოლიტიკური ძალების მხრიდან სიტუაციის ესკალაციისთვის. სამწუხაროდ, აღნიშნული ძალები არ ერიდებიან ქვეყნის სტაბილურობის საძირკვლის შერყევასაც კი.
შეგნებულად უკეთებენ პროვოცირებას ვანდალურ აქტებს, ძალადობენ სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებზე, რომლებიც ჩვენი მითითებით ამ ეტაპზე მხოლოდ მინიმალური რეაგირების რეჟიმში იმყოფებიან, რათა მაქსიმალურად ავიცილოთ თავიდან შესაძლო გართულება.
საზოგაოდების უდიდესი უმრავლესობის პოზიცია ამგვარი დესტრუქციული ქმედებების მიმართ, ცალსახად უარყოფითია, შესაბამისად სახელმწიფო აუცილებლად უზრუნველყოფს წესრიგის დაცვას და დაიცავს ჩვენი მოქალაქეების უფლებას, იცხოვროს მშვიდ გარემოში.
ბოლოს მსურს საგანგებოდ მივმართო ყველას, ვინც მზად არის ფეხქვეშ გათელოს ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ჩვენი მოქალაქეების უფლებები, ისინი სახელმწიფოსგან უმკაცრეს პასუხს მიირებენ.
მოვუწოდებ ყველას, რომ დაემორჩილოს კანონს და პატივი ვცეთ სახელმწიფო ინსტიტუტებს”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.