წუხელ, ბათუმში განვითარებულ მოვლენებს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმიანება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია.
“ასეულობით აქციის მონაწილე ვყოფილვარ, ორგანიზატორიც და მართლაც მრავალათასიან მომიტინგეთა შორის 6 წელი სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს შიშველი ხელებით ვუპირისპირდებოდით. არასოდეს მახსოვს არც ერთი ძალადობრივი ეპიზოდი! არც ერთი! მაშინ როცა ტყვიების ზუზუნში ვიდექი, დაცხრილული მქონდა რეზინის ტყვიებით ტანსაცმელი და სასიკვდილოდ გვიმეტებდნენ- არასოდეს ხელი არ წაცდენია არც ერთ ჩვენგანს ძალადობრივი ქმედებებისკენ. ბათუმის მოვლენები _ ეს ნაცმოძრაობის ხელწერაა! დამწვარი მანქანები, ქვების სროლა, ადამიანების გამეტება- დიახ ნაცნობი ხელწერაა! ეს ძალადობაა და კანონი უპასუხებს ამას! თუმცა არ დამავიწყდება იმის საჯაროდ თქმაც, რომ ვინც გულწრფელად და უსამართლო მოპყრობის გამო მშვიდობიან პროტესტს გამოხატავდა და უფლება შეელახა, ამასაც უთუოდ სამართლიანი რეაგირება ჭირდება და თვალს არ დავხუჭავთ!!!” _ წერს ბესელია.