“გურია ნიუსის” წყაროს ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სილაურში მცხოვრები მამა-შვილი _ ტ.ლ და ნ. ლ. თბილისის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ თბილისში დააკავა.
როგორც შსს პრესსამსახურში აცხადებენ, დაკავებულია მხოლოდ ერთი პირი და საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ 260 მუხლის 3 ნაწილით, რაც ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას გულისხმობს.