გუშინ, ლონდონის პარლამენტთან გახორციელებულ ტერაქტს მსოფლიო ლიდერები ეხმაურებიან. ოფიციალური ლონდონი სამძიმარს იღებს. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით დაუნინგ სტრიტსა და სკოტლანდ იარდის შენობებზე დროშები ნახევრად დაუშვეს.
მომხდარის შესახებ მწუხარება გამოხატეს საფრანგეთის, გერმანიის, აშშ-ის, იაპონიისა და სხვა ქვეყნების ლიდერებმა. ერთ-ერთმა პირველმა ტერეზა მეის აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპა დაურეკა. მწუხარება გამოთქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმაც, მან ტერეზა მეის მხარდაჭერა აღუთქვა.
მომხდარი დაგმო ფრანსუა ოლანდმაც, რომლის გადაწყვეტილებითაც, გარდაცვლილთა ხსოვნისადმი პატიცისცემის ნიშნად პარიზში ეიფელის კოშკი ჩააქრეს.
ანგელა მერკელმა და იაპონიის პრემიერმა შინზო აბემაც მომხდარი დაგმეს და მსოფლიოს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურებისკენ მოუწოდეს.