ლანჩხუთის ცენტრალურ ბიბლიოთეკამ ხაჯალიის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლის ზურაბ ნაკაშიძის პოეზიის საღამოს უმასპინძლა, რომლის ინიციატორიც სკოლის დირექტორი ხათუნა აფხაზავა გახლდათ.
მანვე წარუდგინა საღამოზე მოწვეულ სტუმრებს ნორჩი პოეტი, რომელიც, როგორც გაირკვა საკმაოდ ერუდირებული, ნიჭიერი ყმაწვილია და სკოლის ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლეც.
მოწვეულ სტუმრებს, რომელთა შორის განათლების რესურსცენტისა და გამგეობის წარმომადგენლებიც იყვნენ, ზურას ლექსები, მუსიკის ფონზე, მისმა თანაკლასელებმა წაუკითხეს. საღამოს დასასრულს კი, სტუმრებს თავად ზურაბ ნაკაშიძეც წარუდგა.