https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

    რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

    რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

EMC მოხის საჯარო სკოლის საქმეზე შიდა აუდიტის დასკვნას ასაჩივრებს

9:03; 23.03.2017
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) მოხის საჯარო სკოლის მუსლიმი მოსწავლის, თ. ბერიძის სახელით განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან, როგორც ზემოდგომ ადმინისტრაციულ ორგანოსთან შიდა აუდიტის დეპარტამენტის გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

ორგანიზაციის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“2017 წლის 7 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, შიდა აუდიტის დეპარტამენტმა დირექტორის მიერ მუსლიმი მოსწავლე გოგონასთვის, თავსაბურავის მოხსნის თაობაზე მითითებისა და ამ საფუძვლით სკოლაში ჩარიცხვაზეუარის გამო სავარაუდო შევიწროების ეპიზოდში, დირექტორის პასუხიმგებლობა არ დაადგინა.  მეტიც, დეპარტამენტმა  ინდივიდუალურ საქმეში კანონის დარღვევის მიღმა, ზოგადად საჯარო სკოლების მიერ მოსწავლეებისთვის რელიგიური ატრიბუტიკის გამოყენების შეზღუდვის საკითხი შეაფასა და მიუთითა, რომ საჯარო სკოლებს რელიგიური ნეიტრალიტეტის დაცვის ინტერესიდან გამომდინარე, მსგავსი აკრძალვების დაწესების ლეგიტიმური საფუძველი გააჩნიათ.

EMC მიიჩნევს, რომ დეპარტამენტის დასკვნა დაუსაბუთებელი და კანონშეუსაბამოა, შემდეგი ძირითადი არგუმენტების გამო:

– დეპარტამენტის დასკვნა დისრკიმინაციის ფაქტის არარსებობის დასადასტურებლად უთითებს შეზღუდვის ნეიტრალურ ხასიათზე და აცხადებს, რომ მსგავსი აკრძალვა სკოლის ყველა, მათ შორის ქრისტიან მოსწავლეებზე ვრცელდება, რაც მის დისკრიმინაციულ ბუნებას გამორიცხავს.  ამ მიმართებით უნდა აღინიშნოს, რომ დირექტორის მიერ აშკარად გამოხატული რელიგიური შინაარსის მატარებელი სამოსის და სიმბოლიკის სასწავლო დროს აკრძალვა სკოლაში, სადაც მხოლოდ მუსლიმი და ქრისტიანი მოსწავლეები სწავლობენ, მისი ფორმალური ნეიტრალურობის მიუხედავად არაპროპოციულ გავლენას ახდენს სწორედ მუსლიმი მოსწავლეების მიერ რელიგიის თავისუფლებით სარგებლობაზე. მართლმადიდებელი მოსწავლეების შემთხვევისგან განსხვავებით, მუსლიმებისთვის აშკარად გამოხატული რელიგიური შინაარსის მატარებელი სამოსის (თავსაბურავის) ტარება დოქტრინალურ კავშირშია მათ რელიგიასთან. დეპარტამენტმა უგულებელყო არაპირდაპირი დისკრიმინაციის სამართლებრივი ჩარჩო და შესაძლო დისკრიმინაციული მოტივი ზედაპირული და ფორმალური არგუმენტით გამორიცხა. ამავე დროს, თავსაბურავის ტარების აკრძალვის ფაქტის იზოლირებულმა შესწავლამ, დეპარტამენტს არ მისცა შესაძლებლობა აღნიშნული გარემოება მუსლიმი მოსწავლეების შევიწროების სხვა ფაქტებთან კავშირში განეხილა და მთლიანობაში გაეაზრებინა შესაძლო დისკრიმინაციული შევიწროების საკითხი. დასკვნაში დეპარტამენტი არ აფასებს საქმეზე EMC-ის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, რომლებიც მოხეში 2014 წელს გამოვლენილი რელგიიური კონფლიქტის დროს საჯარო სკოლის ამჟამინდელი დირექტორის, ნათია რეხვიაშვილის  საჯარო, ღიად ანტი-ისლამურ  განწყობებს აჩვენებს;

– დეპარტამენტის დასკვნაში მითითებულია, რომ მოხის საჯარო სკოლის შინაგანაწესში რელიგიური ატრიბუტიკის გამოყენებასთან დაკავშირებით შეზღუდვები ან რეგულაცია არ იყო გათვალისწინებული. იმის მიუხედავად, რომ დეპარტამენტმა, თავსაბურავის მოხსნის თაობაზე სკოლის დირექტორის მითითების ფაქტი არ გამორიცხა,  მის კანონშესაბამისობასა და ამ შეზღუდვით რელიგიის თავისუფლების უკანონო შეზღუდვის საკითხზე საერთოდ არ იმსჯელა. რელიგიის თავისუფლების შეზღუდვისთვის ლეგიტიმური მიზნის არსებობის შემთხვევაშიც კი, შეზღუდვის გამართლებისთვის აუცილებელი იყო იმის დადასტურება, რომ შეზღუდვა განხორციელდა  ‘კანონის საფუძველზე’, რაც დეპარტამენტს არ გაუკეთებია.

– დეპარტამენტის დასკვნა შინაგანაწესში პირდაპირი აკრძალვის არარსებობის მიუხედავად, ყურადღებას ამახვილებს თავად ასეთი აკრძალვის ბუნებაზე, რომელიც სკოლის (სამეურვეო საბჭოს) რეგულირების სფეროში შესაძლოა მომავალში მოექცეს. დასკვნის თანახმად, ზოგადი განათლების შესახებ კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სკოლამ შეიძლება დაადგინოს სასკოლო დროს ან სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის, აგრეთვე მათი გაერთიანებების უფლებებისა და თავისუფლებების არადისკრიმინაციული და ნეიტრალური შეზღუდვის წესები ამ კანონის მოთხოვნათა შესასრულებლად. აგრეთვე თუ არსებობს საფუძვლიანი და გარდაუვალი საფრთხე ეთნიკური ან რელიგიური შუღლის გაღვივების, დანაშაულისაკენ ან ძალადობისაკენ წაქეზების. შიდა აუდიტის დეპარტამენტი აღნიშნული ნორმის რელევანტურობას ასაბუთებს იმ არგუმენტით, რომ „სასკოლო სივრცეში და (არამხოლოდ) მყოფ პირთა ნაწილი თავსაფრის ტარების თემას უკავშირებს სასკოლო სივრცის გარეთ მიმდინარე პროცესებს, კერძოდ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში რელიგიური დანიშნულების ისტორიული ობიექტის საკითხს.“ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საგანმანათლებლო პროცესის შეფერხებისა და დაპირისპირების გამოწვევი მიზეზი სოფელ მოხეში სწორედ მუსლიმი მოსწავლისთვის რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის ფაქტი გახდა და არა პირიქით. ამასთან, რაიმე დაპირისპირების თავიდან აცილების ინტერესსზე მსჯელობის დროს სამინისტროს მხრიდან პირველ რიგში უნდა გათვალისწინებულიყო თავად დირექტორის ღიად ანტი-მუსლიმური განცხადებები და საჯარო აქტიურობა, 2014 წელს მოხეში გამოვლენილი კონფლიქტის დროს.

– ამასთან  ხაზი უნდა გაევას იმ გარემოებას, რომ თუ მომავალში სკოლის სამეურვეო საბჭოს ექნება ნება და  მიიღებს გადაწყვეტილებას სკოლაში რელიგიური ატრიბუტიკის გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებით, აღნიშნული დანაწესი არ იქნება შესაბამისობაში საქართველოს კონსტიტუციისა და ზოგადი განათლების შესახებ კანონის მოთხოვნებთან.

საერთაშორისო გამოცდილება

ამ კუთხით, მნიშვნელოვანია თავად დასკვნაში მითითებული გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სრულყოფილი განმარტება.  გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო მასწავლებლისთვის თავსაფრის ტარების აკრძალვა და განმარტა, რომ ჰიჯაბის ტარება არის ინდივიდუალური გამოხატვა, და არა სახელმწიფოს რელიგიური აქტი. ამასთან, სასამართლოს თანახმად, თავსაფრის ტარება არ ეწინააღმდეგებოდა სახელმწიფოს ნეიტრალიტეტს. სასამართლოს განმარტებით, სახელმწიფოს რელიგიური და იდეოლოგიური ნეიტრალიტეტი არ უნდა ყოფილიყო გაგებული როგორც იზოლირებული დამოკიდებულება სახელმწიფოსა და რელიგიის მკაცრი სეპარაციის გაგებით, არამედ როგორც ღია და ყოვლისმომცველი, რწმენის თავისუფლების ყველასთვის თანაბრად უზრუნველყოფის სამსახურში. ნეიტრალიტეტის ვალდებულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორედ სკოლის პირობებში, სადაც საზოგადოება თავისუფლად არ ახდენს საკუთარი სოციალური არსებობის ორგანიზებას და რომელზეც სახელმწიფომ თავად იკისრა პასუხისმგებლობა.

ამავე დროს მხედველობაშია მისაღები, ევროპული სასამართლოს გადაწყეტილება საქმეზე Lautsi v. Italy (II). აღნიშნულ საქმეზე ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ საკლასო ოთახში ჯვარცმის დასაშვებად ცნობისას გაითვალისწინა ამავე სკოლაში თავსაფრის ტარების შესაძლებლობა. ევროპულმა სასამართლომ მიუთითა წევრი სახელმწიფოების კულტურულ და ისტორიულ მრავალფეროვნებაზე და იქვე აღნიშნა, რომ სახელმწიფოს კონვენციით აქვს დადეგნილი სხვადასხვა რელიგიური თემის პატივისცემის ვალდებულება. ევროპული სასამართლოს მსჯელობით, ჯვარცმის ხილვადობა სკოლებში არ გულისხმობდა ქრისტიანობის სავალდებულო შესწავლას, გარდა ამისა, საჯარო სკოლები რელიგიურ ნეიტრალიტეტს იცავდა იმ მხრივაც, რომ, მაგალითად, მუსლიმი მოსწავლეებისათვის არ იყო აკრძალული თავსაბურავების ტარება და მოსარჩელეების მიერ არც სკოლის წარმომადგენლების მხრიდან ყოფილა დისკრიმინაციული მოპყრობის შემთხვევები აღწერილი.

ამდენად, ევროპული სასამართლოს თანახმად, არც ჰიჯაბის ხილვადობა გულისხმობს მუსლიმური რელიგიისთავსმოხვევას, ამავე დროს თავად ამ პირების მხრიდან ჰიჯაბის ტარება, როგორც ამას გერმანიისსაკონსტიტუციო სასამართლოც უსვამს ხაზს, რელიგიური გამოხატვის ინდივიდუალურ აქტს წარმოადგენს დავერ გაუთანაბრდება ინდოქტრინაციას.  ჰიჯაბის ტარება, როგორც ინდივიდუალური რელიგიური გამოხატვა, ცალსახად ვერც ქართული კანონმდებლობით შეფასდება “საჯარო სკოლის ტერიტორიაზე რელიგიურისიმბოლოების განთავსება[დ]“.

დეპარტამენტის დასკვნა ბოლოში აღნიშნავს, რომ თავსაფრის ტარების შეზღუდვა არსებობს ისეთ სახელმწიფოებშიცკი, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას მუსლიმები შეადგენენ. აქ დეპარტამენტი საერთაშორისოდ არსებულ მიდგომების არასწორ ინტერპრეტაციას ახდენს. ევროპული სასამართლოც ეთანხმება მოსაზრებას, რომ თავსაფრის ტარების შეზღუდვის აუცილებლობას დემოკრატიულ სახელმწიფოში შესაძლოა სწორედ რომ მოსახლეობის დომინანტი მუსლიმური იდენტობის გამო უმრავლესობის მიერ თავსაფრის ტარების ფაქტი იწვევდეს და არა პირიქით. ამასთან, დეპარტამენტი თავსაფრის ტარების შეზღუდვის მაგალითებზე საუბრისას არ ითვალისწინებს ამ ქვეყნებში თავად მუსლიმური თავსაფრისთვის მინიჭებულ პოლიტიკურ მნიშვნელობას (მაგ. თურქეთი, საფრანგეთი). მნიშნელოვანია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ორივე ქვეყნის წინააღმდეგ განხილულ საქმეებში ამ ქვეყნებში სწორედ თავსაფრის აკრძალვის პოლიტიკურ მნიშნველობას უსვამს ხაზს. დეპარტამენტის მიერ მითითებულ საქმეზე Leyla Sahin v. Turkey, დიდი პალატა ვრცელ განხილვას უთმობს თურქეთის კონსტიტუციით დადგენილ სეკულარიზმის მკაცრ რეჟიმს და კონკრეტულად თურქეთის სახელმწიფოს მიერ დემოკრატიული სისტემის შენარჩუნებისთვის ამ პრინციპის მნიშვნელობას. დიდი პალატა პირდაპირ უთითებს ბოლო წლების განმავლობაში თურქეთში რელიგიური სიმბოლოს პოლიტიკურ მნიშვნელობაზე და ექსტრემისტულ ჯგუფებზე, რომლებიც წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში  შარიათის კანონებისათვის ნორმატიული ძალის მინიჭებაზე საუბრობდნენ. ისიც ხაზგასასმელია, რომ Sahin-ის საქმეზე სასამართლო მხოლოდ ამ ფაქტორების ჩამოთვლის შემდგომ გადადის შეზღუდვის თანაზომიერების შემოწმებაზე და აქაც უთითებს, რომ შემოწმება ხდება ამ კონკრეტულ გარემობებებში თავსაფრის ტარების შეზღუდვის შესაძლო გამართლებაზე.

ზოგადი განათლების შესახებ კანონი უზრუნველყოფს საჯარო სკოლებში რელიგიური ნეიტრალიტეტისა დათანასწორობის დაცვას,  კერძოდ საჯარო სკოლის ტერიტორიაზე კრძალავს რელიგიური სიმბოლოებისგანთავსებას და ინდოქტრინაციას.  ამავე დროს ფართე მხარდაჭერას უცხადებს ინდივიდუალურ რელიგიურგამოხატვას.

იმ პირობებში, როდესაც საჯარო სკოლებში რელიგიური ნეიტრალიტეტის პრობლემა მასშტაბურად დგას (რასაც ადასტურებს კვლევები, მათ შორის სახალხო დამცველის ანგარიშები) და სამინისტრო წლების განმავლობაში ეფექტიან ღონისძიების გატარებას ვერ უზრუნველყოფს,  მოსწავლეების მიერ თავსაბურავი ტარებაზე შეზღუდვის დაწესება, რომელიც გამოკვეთილად მუსლიმ თემს უკავშირდება დისკრიმინაციულ კონოტაციას იძენს.

აქვე ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ რელიგიური ატრიბუტიკის გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები კონკრეტულ სოციალურ, პოლიტიკურ და ისტორიულ კონტექსტში უნდა შეფასდეს და დაუშვებელია სხვა ქვეყნების გამოცდილებების ავტომატური მიღება. ჩვენს რეალობაში მუსლიმი თემის დისკრიმინაციისა და მარგინალიზების პირობებში, ახალგაზრდა მუსლიმი ქალების  მიერ თავსაბურავის ტარება საკუთარი რელიგიური იდენტობის ხაზგასმისა და გაბატონებული რელიგიური ნაციონალიზმის იდეოლოგიაში ერთგვარი წინააღმდეგობის, გათავისუფლების დატვირთვას ატარებს. შესაბამისად, დეპარტამენტის დასკვნაში წარმოდგენილი განმარტებები და გამოყენებული სამართლებრივი ჩარჩო, სოციალურად არაადეკვატურია და მტკივნეულად შეიძლება აღიქვან საქართველოში მცხოვრებმა მუსლიმმა თემებმა.    

ყველა ზემოთ აღნიშნული არგუმენტის გათვალისწინებით EMC მიიჩნევს, რომ განმცხადებლების მტკიცებულებებით დადასტურებული ქმედება როგორც მინიმუმ წარმოადგენდა სამართლებრივი საფუძვლისგარეშე განმცხადებლის რელიგიის თავისუფლების შეზღუდვას. მეტიც, სამინისტროს წინაშე EMC-ის მიერ წარდგენილი სხვა ფაქტობრივი გარემოებები (მათ შორის, დირექტორის მიერ სკოლის მოსწავლეებისთვის ღია ცის ქვეშ ლოცვის აკრძალვა, დეკემბერში განვითარებული მოვლენების შემდეგ მე-12 კლასისთვის მოსამზადებელი დამატებითი გაკვეთილების გაუქმება) აკმაყოფილებს დისკრიმინაციული შევიწროების დადგენის წინაპირობებს.

შესაბამისად, წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარში EMC ითხოვს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისგან:

  • შიდა აუდიტის დეპარტამენტს დაავალოს საქმის ხელახალი და კომპლექსური შესწავლა, პროცესშიმიუკერძოებლობის, გამჭვირვალობის და საჯაროობის პრინციპების განუხრელი დაცვით; 
  • რელიგიური ატრიბუტიკის გამოყენებასთან დაკავშირებით დეპარტამენტის მიერ გაკეთებული კანონშეუსაბამო ინტერპრეტაციის გათვალისწინებით, მიიღოს ზოგადი განათლების შესახებ კანონის და ადამიანის უფლებებზე, ასევე საქართველოში არსებულ სოციალურ კონტექსტზე დაფუძნებული ინსტრუქცია საჯარო სკოლებში მოსწავლეების მიერ რელიგიური ატრიბუტიკის გამოყენების წესთან დაკავშირებით, ისე რომ არ დაირღვეს რწმენის ინდივიდუალური გამოხატვის თავისუფლება”, _ აღნიშნავენ ორგანიზაციაში.
გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

3 წლამდე ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

21:37; 11 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

რა ჯდება მერიის თანამშრომელთა მგზავრობა და რას აჩვენებს 14-წლიანი შესყიდვები?

19:41; 11 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:35; 11 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

პატრიარქი – ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენს მიწიერ მიჯაჭვულობას, საზრუნავს და აღვაპყროთ ჩვენი გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა

15:45; 11 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

15:17; 11 სექტემბერი, 2026

ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე პროკურატურამ კიდევ ერთი პირი დააკავა

რამდენიმე წუთის წინ საქართველოში მიწისძვრა მოხდა

ყველა სიახლე

მთავარი

 „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

22:22; 11.09.2026
საზოგადოება

3 წლამდე ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

21:37; 11.09.2026
საზოგადოება

რა ჯდება მერიის თანამშრომელთა მგზავრობა და რას აჩვენებს 14-წლიანი შესყიდვები?

19:41; 11.09.2026
პოლიტიკა

გიორგი ბარამიძეს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება- რას აცხადებენ პროკურატურაში

19:31; 11.09.2026
სამართალი

გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა

18:46; 11.09.2026
სამართალი

გიორგი ბარამიძე დაკავებისას – მითხრეს, რომ დაკავებული ვარ საქართველოს ღალატისთვის

18:37; 11.09.2026
ფინანსები

100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის

18:36; 11.09.2026
სამართალი

გიორგი ბარამიძე დააკავეს

18:12; 11.09.2026
ფინანსები

Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს სხვადასხვა შეთავაზებები დახვდებათ

17:58; 11.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:35; 11.09.2026
პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ თავად მიხეილ სააკაშვილი შლის, სისტემურად და არა იაგო ხვიჩია, „ნაცმოძრაობას“ გადარჩენა არ უწერია

16:16; 11.09.2026
საზოგადოება

პატრიარქი – ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენს მიწიერ მიჯაჭვულობას, საზრუნავს და აღვაპყროთ ჩვენი გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა

15:45; 11.09.2026
საზოგადოება

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

15:17; 11.09.2026
სამართალი

მარგო მარგო ზოიძის მკვლელობის საქმე _ სააპელაციო სასამართლომ ბრალდებულის მხარის საჩივარი დაუშვებლად ცნო

13:45; 11.09.2026
საზოგადოება

აბიტურიენტების საყურადღებოდ! _ მეორად ჩარიცხვასთან დაკავშირებით განახლებული ცნობარი გამოქვეყნდა

13:10; 11.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო