ფონდ “გურული დღიურების” მეოთხე სტიპენდიანტი ლანჩხუთელი გოდერძი მურვანიძე გახდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფონდის დამაარსებელი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე წერს:
“ახლა ლანჩხუთში, სოფელ ჯურუყვეთში ვარ. ამ სახლში გოდერძი მურვანიძე და კიდევ ოჯახის ექვსი წევრი ცხოვრობს. გოდერძი სკოლაში საუკეთესოა.
გოდერძიმ გვითხრა ჩანთა არ აქვს, წიგნები პარკით დააქვს და რვეულები ჭირდება. გოდერძიმ იცის – განათლებით იოლად დაამარცხებს სიღარიბეს.
ჩვენ დავეხმარებით – ის გურული დღიურების ფონდის სტიპენდიას მიიღებს. ყოველთვიურად 100 ლარს.
და ცხადია ამ თანხისგან დამოუკიდებლად ექნება ჩანთაც და სხვა ნივთებიც”, _ წერს კეკელიძე.