ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, გასული წლის ბესტსელერის “გურული დღიურების” ავტორის, გიორგი კეკელიძის ინფორმაციით, “გურული დღიურები” რუსულად იმ შემთხვევაში გამოიცემა, თუ საავტორო ჰონორარი აგვისტოს ომში დაღუპული რომელიმე ქართველი სამხედროს ოჯახს გადაერიცხება:
“რამდენიმე შემოთავაზება მქონდა რუსეთიდან, გურული დღიურების გამოცემასთან დაკავშირებით (წიგნი უკვე თარგმნეს რუსულ ენაზე).
ჩემი პირობა მარტივია – საავტორო ჰონორარი უნდა გადაირიცხოს აგვისტოს ომში დაღუპული რომელიმე კონკრეტული ქართველი სამხედროს ოჯახში;
თუ სკოლის მოსწავლეა მისი შვილი – სწორედ მის სახელზე. ეს ინფორმაცია აუცილებელია დაერთოს გამოცემას.
ორ კვირაში ჩამოდის კიდევ ერთი გამომცემელი, რომელიც ფიქრობს, დათანხმდეს პირობას,_ წერს კეკელიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.