ზიზი ჰოუელს სტაფილოს მიმართ უჩვეულო ლტოლვა აქვს. მის სახლში სტაფილოს თემატიკის ათასზე მეტი ექსპონატია. კალიფორნიელ ქალბატონს სხეულზე საყვარელი ბოსტნეულის გამოსახულების 35 ტატუ აქვს. ჟურნალისტის შეკითხვაზე, რაში მდგომარეობს ასეთი აკვიატების აზრი, მან ღიმილით უპასუხა: ,,მე უბრალოდ მსურს, რომ მსოფლიოში ყველაზე ბევრი სტაფილო მქონდეს.’’
ზიზი საყვარელი ბოსტნეულისგან თავის მოვლის საშუალებებსაც ამზადებს და მხოლოდ მათ იყენებს. სტაფილო ამერიკელი დიასახლისის მიერ მომზადებული კერძების აუცილებელი ინგრედიენტია.
საინტერესოა, რომ მომავალი მეუღლე ზიზიმ სწორედ საყვარელი ბოსტნეულის საშუალებით გაიცნო. როკ-კონცერტზე ექსტაზში მყოფმა ჰაერში სტაფილოების სროლა დაიწყო. ერთ-ერთი სტაფილო ახალგაზრდა მამაკაცს მოხვდა თავში. ამ მამაკაცმა ცოტა ხნის შემდეგ მას ხელი სთხოვა.
ზიზი ჰოუელი ამერიკულ ტელარხ “TLC”-ის გადაცემა ,,ჩემი გიჟური აკვიატების’’ გმირი გახდა. პროგრამა მაყურებელს უცნაური გატაცებებით შეპყრობილ ადამიანებს აცნობს.