საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის თაოსნობით მეორედ გაიმართა მოსწავლეთა რესპუბლიკური ოლიმპიადა _ „დედამიწა ჩვენი სახლია“, რომელშიც ლანჩხუთის მესამე საჯარო სკოლაც იყო ჩართული და საკმაოდ წარმატებულადაც.
ოლიმპიადაზე მესამე საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლემ, მარიკა ცინცაძემ მეორე საპრიზო ადგილი მოიპოვა და შესაბამისი სიგელიც მიიღო. ამავე სკოლის გეოგრაფიის პედაგოგს სოფიკო აფშილავას კი ოლიმპიადის ორგანიზატორებისგან მადლობის სიგელი გადაეცა.