20 წლის კანადელი შენონი ამბობს, რომ ბენზინის გარეშე რამდენიმე საათიც ვერ ძლებს. უკვე რამდენიმე წელია შენონი დღეში 12 კოვზ ბენზინს სვამს. გამოდის რომ მთლიანობაში მას რამდენიმე ლიტრი საწვავი აქვს დალეული.
„ბენზინს მოტკბო-მომჟავო გემო აქვს. თავდაპირველად, მან ცხარე სოუსი გამახსენა, რომელიც ოდნავ ყელს წვავს. როგორც წესი, ბენზინით სავსე ბიდონს სახლში, სამზარეულოში ვინახავ. ბოლო დროა ჩემი მდგომარეობა ისე „გართულდა“ რომ სახლიდან გასვლისას, ბენზინით სავსე ბოთლი მიმაქვს, რადგან უკვე რამდენიმე საათიც ვერ ვძლებ მის გარეშე“, – ამბობს შენონი.
შენონის მშობლებმა საქმეში მედიკოსები ჩართეს. თუმცა, ადგილობრივი ექიმების განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია, რა შეიძლება იყოს 20 წლის გოგონას ბენზინზე დამოკიდებულების მიზეზი.