2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დასრულდა. ჩასაბარებელ საგნებში ცვლილებების შეტანა აბიტურიენტებს 20 მაისამდე შეეძლებათ, ხოლო ფაკულტეტების შეცვლის შესაძლებლობა, გამოცდების დასრულების შემდეგ, აგვისტომდე იქნება შესაძლებელი.
30 მარტის მონაცემებით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია სულ 37.300 -ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა, გრანტის გადაბარების სურვილი კი 2.200 სტუდენტი დარეგისტრირდა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე.